სიახლეები
სკოლები

გვიშტიბის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი ზარ-ზეიმით დაიწყო
05-10-2023
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო. 

ეს მნიშვნელოვანი დღე მოსწავლეებს, მშობლებს და პედაგოგებს წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, მამუკა ჩხეტიანმა მიულოცა. 

სკოლას სტუმრობდნენ: მშობლები და სკოლის კურსდამთავრებულები, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე - გრიგოლ ყურაშვილი, საკრებულოს დეპუტატები - არჩილ მღებრიშვილი, ნიკა აფხაძე, სპორტსკოლის ხელმძღვანელი - ირაკლი კუჭავა, ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე - რევაზ რობაქიძე და ჯეირან ომანაძე, რომელიც მშობლიურ სკოლას უკვე წლებია მუდმივად უწვდის დახმარების ხელს. ასევე, როგორც სკოლაში ამბობენ, მათთან მუდმივად თანამშრომლობენ კურსდამთავრებულები, მოსწავლეების მშობლები და სოფლის გამგებელი - ტარიელ გველესიანი, რომლის დახმარებითაც სკოლის ტერიტორია დასუფთავდა. სასკოლო საზოგადოებას ახალი სასწავლო წლის დაწყება ინფრასრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა - იონა ჯოჯუამ მიულოცა. 

სკოლაში მთელი დღის განმავლობაში საზეიმო განწყობა იყო, მონატრებული მოსწავლეების დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ. ღონისძიებას პედაგოგები - ნანა შვანგირაძე და ეკა ლეშკაშელი ხელმძღვანელობდნენ.

„ახალი სასწავლო წელი, ახალი გამოწვევებით.....
განსაკუთრებული სიახლით გამორჩეული სასწავლო წელი. ჩემპიონები უფრო ახლოდან, ჩვენი ბუდიდან აფრენილი კურსთამდავრებულები - მათე გველესიანი, ლუკა შვანგირაძე და სტუმრის სტატუსით, ჩემპიონი საბა გველესიანი....უფალი იყოს თქვენი მფარველი.
ჩვენს საყვარელ, ყველანაირი დადებითი თვისებებით დაჯილდოებულ მათე გველესიანს პატივი ერგო მშობლიურ სკოლაში აღემართა საქართველოს დროშა, რომელის დიდება მან ჩვენი ქვეყნის გარეთ გაიტანა და  ევროპის ჭაბუკთა ოლიმპიური ფესტივალის პირველი ადგილის მფლობელი გახდა ძიუდოში, ასევე, სამართლიანი თამაშების პრიზიორს - მათე გველესიანს იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის ბატონი რევაზ რობაქიძის ინიციატივით, მშობლიურ სკოლაში ვარსკვლავი გაუხსნეს.
ჩვენმა ჩემპიონებმა ყველა მოსწავლეს მოუწოდეს მეტი აქტივობით ჩაერთონ სკოლის სპორტულ ცხოვრებაში და დაკავდნენ ჯანსაღი ცხოვრების წესით.
მერიისა და საკრებულოს წევრებმა, საქართველოს, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონებმა ახალი სასწავლო წლის დაწყების ცერემონიის დასასრულს ყველა პირველკლასელი თავიანთ საკლასო ოთახებში მიიწვიეს და წარმატებები უსურვეს, ყოველი ახალი სასწავლო წლის განმავლობაში“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

გაეცანით ე.წ. უფასო ფაკულტეტების სიას - 2024-2025 სასწავლო წელი 

როდის ეცოდინებათ აბიტურიენტებს აპელაციის შედეგები? 
განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 2 აგვისტოს დაიწყება და 8 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

სტრატეგიის გეგმაში გაწეერილია სკოლებსა და ბაღებში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამა

პიროვნება
სკოლები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება