სიახლეები
სკოლები

ნოღოხაშის საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღე გაიხსენეს 
05-10-2023
-
+


აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღოხაშის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, სკოლაში აქტივობები სოხუმის დაცემის დღეს მიეძღვნა. 27 სექტემბერს მოსწავლეები და პედაგოგები, ასევე, აფხაზეთიდან ლტოლვილი მიწვეული სტუმრები შეიკრიბნენ, რათა აფხაზეთში დაცემული გმირები გაეხსენებინათ და მათთვის წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ. 

ისტორიისა და სამოქალაქოს მასწავლებელმა - ბელა კუჭუხიძემ აფხაზეთის ომის შესახებ, პრეზენტაცია წარადგინა და მის შედეგებზე, ასევე, ჟიული შარტავასა და მისი მეგობრების თავგანწირვაზე ისაუბრა. მოსწავლეებმა კი თემატური სიმღერები შეასრულეს.

„ბელა კუჭუხიძემ შეიარაღებული კონფლიქტის შედეგებზე ისაუბრა: ჩვენი ძირძველი კუთხის დროებით ოკუპაციაზე ასეულ ათასი ადამიანის დევნილობაზე საკუთარ სამშობლოში, გმირებზე, რომლებიც თავდადებით, საკუთარი სიცოცხლის ფასად, იცავდნენ სოხუმს.
ამ შეკრებას ესწრებოდნენ შეიარაღებული კონფლიქტის თვითმხილველები და აფხაზეთიდან დევნილები - ფატი ნადარაია და თამთა ძველაია, მათთვის ძალიან მტკივნეული და მძიმე იყო იმ ურთულესი დღეების გახსენება.

პრეზენტაციის დასასრულს აღინიშნა, რომ დადგება დრო, აფხაზები და ქართველები კვლავ გვერდიგვერდ იცხოვრებენ. აფხაზეთიდან თითოეულ დევნილს მომავალში კვლავ გვექნება ბედნიერება, დავბრუნდეთ ჩვენს ულამაზეს კუთხეში -  აფხაზეთში და მიუხედავად ორივე მხარისთვის დიდი ტკივილისა, შევძლებთ ერთობლივად კვლავ ვიზრუნით ჩვენი ძირძველი, ულამაზესი კუთხისთვის“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

გაეცანით ე.წ. უფასო ფაკულტეტების სიას - 2024-2025 სასწავლო წელი 

როდის ეცოდინებათ აბიტურიენტებს აპელაციის შედეგები? 
განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 2 აგვისტოს დაიწყება და 8 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

სტრატეგიის გეგმაში გაწეერილია სკოლებსა და ბაღებში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამა

პიროვნება
სკოლები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება