მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულ კომისიასთან არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ფარგლებში დაგეგმილი სასწავლო კურსი განკუთვნილია სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებისთვის, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ბუნებრივი გაზის, ენერგეტიკული პოლიტიკის, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობის შესწავლის, ბუნებრივი გაზის მომსახურების ხარისხის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხების შესწავლისა და რეგულირების მიმართულებებთან.
რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: რეგისტრაცია
სასწავლო კურსის მიზნები: კურსის მიზანია ბუნებრივი გაზის სექტორში არსებული სამიზნე ბაზრის სტრუქტურის გაცნობა და პრაქტიკული ქეისების საფუძველზე ბუნებრივი გაზის ბაზარზე არსებული გამოწვევების ანალიზი. მსმენელები, რომლებიც გაივლიან „ბუნებრივი გაზის სექტორის რეგულირების საფუძვლების“ კურსს, მისი დასრულების შემდგომ უნდა ფლობდნენ შესაბამის ცოდნასა და უნარებს ბუნებრივი გაზის სექტორის რეგულირების მიდგომების, ლიცენზირების პროცესის, ფასწარმოქმნისა და სატარიფო რეგულირების, მომსახურების ხარისხის, ბაზრის მონიტორინგის, ბაზრის არსებული სტრუქტურისა და ბუნებრივი გაზის ბაზრის ლიბერალიზაციის ეტაპების შესახებ.
დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე
მონაწილეთა საყურადღებოდ!
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცნობილია, რომელ მასწავლებლებს მიენიჭებათ პრიორიტეტი
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა