სიახლეები
სიახლეები

KIU აცხადებს მიღებას ტრენინგკურსებზე: სერტიფიცირებული ეთიკური ჰაკერი და ეთიკური ჰაკინგის პრაქტიკული კურსი
05-10-2023
-
+


ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას ტრენინგკურსებზე: სერტიფიცირებული ეთიკური ჰაკერი და ეთიკური ჰაკინგის პრაქტიკული კურსი. განაცხადის შევსება შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც დაინტერესებულია კიბერუსაფრთხოების დარგში  ახალი ცოდნისა და უნარების შეძენით და აქვს გარკვეული გამოცდილება აღნიშნულ სფეროში.

პროგრამა ხორციელდება USAID-ის ხუთწლიანი პროგრამისდამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მხარდაჭერით. ტრენინგკურსები შემუშავებულია დარგის ქართველი და გერმანელი ექსპერტებისა და კომპიუტერული მეცნიერების პროფესორების მიერ.

წარმატებულ მონაწილეებს გადაეცემათ KIU- სერტიფიკატიხოლო საუკეთესო შედეგების მქონე კურსდამთავრებულები (მაქსიმუმ 20 პროცენტი) მიიღებენ საერთაშორისო ვაუჩერს EC-Council-ის სერტიფიკატის მოსაპოვებლად.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, სწორედ ამიტომტრენინგკურსში ქალთა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ორივე კურსი სრულად დაფინანსებულია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ. მსურველებს შეუძლიათ განაცხადი გააკეთონ როგორც ერთ, ისე ორივე კურსზე. ადგილები შეზღუდულია.

სწავლება განხორციელდება ჰიბრიდულ რეჟიმში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსში და ონლაინ.

ტრენინგკურსები უზრუნველყოფს მინიმუმ 400 მონაწილის ჩართვას კიბერუსაფრთხოების სხვადასხვა დონის სამ მოკლევადიან კურსში - კიბერუსაფრთხოების საფუძვლები (დამწყები დონე), სერტიფიცირებული ეთიკური ჰაკერი (ძირითადი კურსი) და ეთიკური ჰაკინგის პრაქტიკული კურსი. მონაწილეთა საერთაშორისო სერტიფიცირების უზრუნველსაყოფად, KIU დააფინანსებს კურსდამთავრებულთა საერთაშორისო სერტიფიცირებას, EC-Council  (International Council of Electronic Commerce Consultants)-თან თანამშრომლობით.  EC-Council არის მსოფლიოში უდიდესი კიბერუსაფრთხოების სერტიფიცირების ორგანო და საქმიანობს გლობალურად, 145 ქვეყანაში

 კურსზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2023 წლის 29 ოქტომბერი, რეგისტრაციისთვის იხ. სააპლიკაციო ფორმა.


დეტალური ინფორმაცია იხილეთ სრულად.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცნობილია, რომელ მასწავლებლებს მიენიჭებათ პრიორიტეტი

ყველაფერი სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შესახებ - ცნობარი, რეგისტრაციის ინსტრუქცია და სხვა დეტალები

საჯარო სკოლების სია გამოქვეყნდა, რომლებსაც საბიუჯეტო ცვლილებები შეეხო

აუცილებელი პირობაა თითოეული მსურველის მიერ სულ მცირე ორი გამოცდის ჩაბარება

ცნობარში გაეცნობით მნიშვნელოვან ინფორმაციებს

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ჰერეთისკარის საჯარო სკოლაში ველური ბუნების დაცვის საერთაშორისო დღე ღონისძიებით აღინიშნა

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაის მესამე კლასში პროექტი „პური ჩვენი არსობისა" ჩატარდა

ზღუდერის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა პირველი სემესტრი ტრადიციული ღონისძიებით დაასრულეს
დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის ეკო-კლუბ „მწვანე მომავლის“ წევრებმა დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან საინფორმაციო სეხვედრა ჩაატარეს

აქტივობა მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება