სიახლეები
სკოლები

„ბევრი მადლიერი მოსწავლე და მშობელი გყოლოდეთ!“ - ბარდნალის საჯარო სკოლის დირექტორის - მთვარისა ახვლედიანის ემოციური მილოცვა პედაგოგებს 
06-10-2023
-
+


„კიდევ უფრო მეტად დაფასებულიყოს თქვენი უმნიშვნელოვანესი მისია და უდიდესი ღვაწლი ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნაში!“ - ამ სიტყვებით, დიდი პატივისცემითა და დაფასებით მიულოცა ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლის დირექტორმა - მთვარისა ახვლედიანმა, პედაგოგებს მასწავლებლის საერთაშორისო დღე. 

დირექტორმა აღნიშნა, თუ რამდენად დიდი ღვაწლი აქვს მასწავლებელს, თაობების აღზრდასა და ღირსეული, ინტელექტუალური, ერუდირებული საზოგადოების ჩამოყალიბებაში. 

„ქვეყნად არცერთი ბრძენი არ იყო, მასწავლებელი რომ არ ჰყოლოდა!“ - ლადო ასათიანის სახელობის ბარდნალის საჯარო სკოლის დირექცია და მოსწავლეები, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს გილოცავთ, უპირველესად, ჩვენი სკოლის მასწავლებლებს, მერე კი - ყველა პედაგოგს, რომლისთვისაც ბავშვის სიყვარული, საგნის ღრმა ცოდნა და თავისი საქმისადმი ერთგულება უმთავრესია. 

ბევრი მადლიერი მოსწავლე და მშობელი გყოლოდეთ! მრავალი წარმატებით მოგვრილი სიხარული განგეცადოთ!

კიდევ უფრო მეტად დაფასებულიყოს თქვენი უმნიშვნელოვანესი მისია და უდიდესი ღვაწლი ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნაში!“, - აღნიშნავს დირექტორი.

სკოლის ხელმძღვანელი დიდი სიამაყით გვაცნობს, ღირსეულ პედაგოგს, რომელიც განათლების სადარაჯოზე დგას და ღირსეული თაობის აღზრდისთვის ენერგიას არ იშურებს.

„გაიცანით მარიკა მასწავლებელი, თავის ოთხ შვილთან ერთად“. დირექტორი დიდი სიხარულით აცხადებს, რომ ისინი არამარტო პედაგოგის, არამედ სკოლის სიმდიდრენიც არიან. ის კიდევ ერთხელ, ულოცავს მას პროფესიულ დღესასწაულს და მადლობას უხდის ღვაწლისთვის.

მთვარისა ახვლედიანი, ასევე დიდ მადლობას უხდის მეორეკლასელ მოსწავლე - ნიცა ფრუიძეს, რომელმაც პედაგოგებს ეს დღე ლამაზი ლექსით მიულოცა.

საზეიმო მილოცვას არც პირველკლასელები გამოაკლდნენ, მათ ნატო მასწავლებლის ნასწავლი ლექსი გაიხსენეს, მხატვრულად წაიკითხეს და მასწავლებლის დღე, პედაგოგებს შთამბეჭდავად მიულოცეს. 

დღე უფრო დასამახსოვრებელი გახადა სახელდახელოდ შექმნილმა მისალოცმა ბარათებმა

„მადლობა მარიამ ხეცურიანსა და მეხუთეკლასელებს სახელდახელოდ შექმნილი ლამაზი ბარათებისათვის, საკლასო ოთახიდან გამოსვლისთანავე, რომ დამადევნეს!“, - აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი, კიდევ ერთხელ მიმართავს კოლეგებს და იმ მთავარ ღირებულებას ახსენებს, რაც ყველა პედაგოგს უნდა ახსოვდეს. 

„მე და ჩემს კოლეგებს, ამ ბავშვების შემყურეს, მუდამ უნდა გვახსოვდეს: „ყველა ბავშვს ერთი მასწავლებელი მოუვა ცხოვრებაში და ყველა მასწავლებელი ერთი ბავშვისთვისაა გაჩენილი ქვეყანაზე, მაგრამ რომელია ეს ერთი, მასწავლებელმა არ იცის, ამიტომ ყველას ისე უნდა მოექცე, როგორც ერთს“, - აღნიშნა დირექტორმა. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

გაეცანით ე.წ. უფასო ფაკულტეტების სიას - 2024-2025 სასწავლო წელი 

როდის ეცოდინებათ აბიტურიენტებს აპელაციის შედეგები? 
განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 2 აგვისტოს დაიწყება და 8 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

სტრატეგიის გეგმაში გაწეერილია სკოლებსა და ბაღებში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამა

პიროვნება
სკოლები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება