სიახლეები
სკოლები

ივანდიდის საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღე გაიხსენეს
06-10-2023
-
+


გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო ღონისძიებითაა დატვირთული. 

ამჯერად, აქტივობები სოხუმის დაცემის დღეს მიეძღვნა. ისინი მოსწავლეთა თვითმმართველობისა და კლუბის „აქტიური მოქალაქეების“ ინციატივით გაიმართა. სასკოლო საზოგადოებამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო. მოსწავლეებს 27 სექტემბრის შესახებ მამა დავითი ესაუბრა და ჯვართამაღლების მნიშვნელობაზეც მიაწოდა ინფორმაცია.

აღსანიშნავია, რომ ჩატარდა გაკვეთილი თემაზე - „აფხაზეთის ცა ჩემიცაა“; ამ დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა ლიტერატურული საღამო გამართეს. ღონისძიებებს სკოლის დირექტორის მ/შ ლია ჩიხლაძე და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის წევრები - ელიზა ლიპარტელიანი და შორენა გუბელაძე ხელმძღვანელობდნენ.

გარდა ამისა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით გამართულ საჯარო ლექციაზე სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ. საჯარო ლექციის ფარგლებში, პროფესორმა სულხან კუპრაშვილმა მოხსენება წაიკითხა თემაზე: „ეთნიკური კონფლიქტების სათავეებთან საქართველოში“. „რუსეთის იმპერიის საეკლესიო პოლიტიკაზე აფხაზეთში“ პროფესორმა ვლადიმერ წვერავამ ისაუბრა. ისტორიის დოქტორმა ლაშა დეისაძე-შარვაშიძემ კი მოხსენება „თანამედროვე რუსული ოკუპაციის საეკლესიო მიმართულება აფხაზეთში“, წაიკითხა.

„საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ტრაგიკული მოვლენა არის აფხაზეთის ომი, რომელიც 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა. ომი, რომელმაც ორივე მხარეს უზარმაზარი მსხვერპლი მოუტანა და რომელსაც შედეგად საქართველოსგან აფხაზეთის უკვე 30-წლიანი ჩამოშორება მოჰყვა. 

სოხუმი ახლა იმაზე შორსაა, ვიდრე ოდესმე იყო. ქართველთათვის აკრძალულ სივრცეში შეღწევას მრავალთაგან მხოლოდ ერთეულები ახერხებენ. ფოტოკადრები, რომელზედაც ტკივილამდე ნაცნობი ფრაგმენტებია აღბეჭდილი, სოხუმიდანაა ჩამოტანილი... შეჩერებულ წამებში მასთან განშორების ოცდაათწლიანი მონაკვეთი ჩატეულა თითქოს. ის ყრუ კედელიც იგრძნობა, ჩვენთვის აკრძალულ ქალაქსა და ჩვენ შორის რომ აღმართულა. ჩვენ დავბრუნდებით და აღვადგენთ უხილავი ჯაჭვის რგოლს“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

გაეცანით ე.წ. უფასო ფაკულტეტების სიას - 2024-2025 სასწავლო წელი 

როდის ეცოდინებათ აბიტურიენტებს აპელაციის შედეგები? 
განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 2 აგვისტოს დაიწყება და 8 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

სტრატეგიის გეგმაში გაწეერილია სკოლებსა და ბაღებში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამა

პიროვნება
სკოლები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება