სიახლეები
სკოლები

„თქვენ მნიშვნელოვან როლს ასრულებთ ღირსეული თაობების აღზრდაში“ - მასწავლებლის დღე გომაროს საჯარო სკოლაში
06-10-2023
-
+


ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროს საჯარო სკოლის დირექტორმა - თენგიზ გობაძემ პედაგოგებს მასწავლებლების დღე მიულოცა და მათ ფასდაუდებელ ღვაწლს ხაზი გაუსვა. 

დირექტორმა, ასევე აღნიშნა, თუ რამდენად დიდი როლი აქვს პედაგოგს  ღირსეული თაობების აღზრდასა და განათლებული საზოგადოების ჩამოყალიბებაში. 

სკოლა გვიზიარებს მისალოც წერილს: 

„გილოცავთ მასწავლებლებო!

თქვენ ხართ ადამიანები, რომლებმაც საკუთარ შვილებად, მიიღეთ უცხო ბავშვები და არ იშურებთ ძალას, აღიზარდონ ღირსეულ ადამიანებად. თქვენი ღვაწლი ფასდაუდებელი და გმირობის ტოლფასია, რადგან თქვენ მნიშვნელოვან როლს ასრულებთ ღირსეული თაობების აღზრდაში. მასწავლებელი ცხოვრების მეგზურია. ცხოვრების გზის დასაწყისში, პირველი ნაბიჯების გადადგმაში გვეხმარება, ფეხზე მყარად დგომას გვასწავლის, ცოდნას გვაზიარებს და მერე მთელი სიცოცხლე მიგვყვება მისდამი განსაკუთრებული პატივისცემა იმ დიდი ღვაწლისათვის, რომელზეც არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ჩვენი ქვეყნის მომავალია დამოკიდებული.

დასაბამიდანვე, ცხოვრებამ მასწავლებელს განუსაზღვრა ისეთი განსაკუთრებული თვისებები, როგორიცაა: ბავშვის სიყვარული, უშრეტი ენერგია, ბუნებით მომადლებული ღრმა კეთილშობილება, ხალხისა და მამულის უანგარო სიყვარული.

„მასწავლებელი ზოგჯერ უშვილო მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი“ - გომაროს საჯარო სკოლის დირექცია გილოცავთ ყველა მასწავლებელს!“, - აღნიშნავს დირექტორი. 

აღსანიშნავია, რომ მილოცვას მოსწავლეებიც შეუერთდნენ და მისალოცი ვიდეორგოლი მოამზადეს.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 



კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

გაეცანით ე.წ. უფასო ფაკულტეტების სიას - 2024-2025 სასწავლო წელი 

როდის ეცოდინებათ აბიტურიენტებს აპელაციის შედეგები? 
განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 2 აგვისტოს დაიწყება და 8 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

სტრატეგიის გეგმაში გაწეერილია სკოლებსა და ბაღებში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამა

პიროვნება
სკოლები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება