პრობლემად რჩება სკოლის პერსონალისა და მშობლების ინფორმირებულობა - რა გამოწვევებია ინკლუზიური განათლების მიმართულებით
07-10-2023
დაკოპირებულია
-
+
გამოწვევად რჩება ინკლუზიური განათლების ხარისხი და უწყვეტობა; გამოწვევაა სასკოლო ასაკის ყველა შშმ ბავშვის ჩართვა საგანმანათლებლო პროცესში - აღნიშნულია სახალხო დამცველის 2022 წლის საპარალამენტო ანგარიშში.
საქართველოს მასშტაბით მოქმედი 2301 საჯარო და კერძო სკოლიდან, სსსმ (შშმ) მოსწავლეები ირიცხებიან მხოლოდ 1595-ში. აღსანიშნავია, რომ წინა სასწავლო წლების მსგავსად,ზოგად განათლებაში ჩართულ სსსმ (შშმ) გოგონათა რაოდენობა ბევრად ნაკლებია ბიჭებისაზე.
„2021/2022 სასწავლო წელს გამოვლინდა სწავლის მიტოვების შემთხვევები. გამოწვევაა სასკოლო ასაკის ყველა შშმ ბავშვის ჩართვა საგანმანათლებლო პროცესში.
2022 წლის აგვისტოს მდგომარეობით, სკოლის მიღმა დარჩენილია 611 შშმ ბავშვი, მათ შორის ყველაზე მეტი - თბილისში (94), ასევე, გარდაბანსა (37) და ბათუმში (36).
პრობლემად რჩება სკოლის პერსონალისა და მშობლების ინფორმირებულობა ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მშობლების მხრიდან შვილის განათლების უფლების უგულებელყოფის შემთხვევებში, სკოლები სოციალურ რგოლს არ მიმართავენ. 2022 წელს განხორციელებული აქტივობების მიუხედავად, გამოწვევად რჩება წვდომა ინფრასტრუქტურასა და სასწავლო რესურსებზე, ასევე, ინკლუზიური განათლების სპეციალისტების რაოდენობა რეგიონებში“, - აღნიშნულია ომბუდსმენის ანგარიშში.