სიახლეები
სიახლეები

5 აღმზრდელ-პედაგოგი, რომლებმაც საბავშვო ბაღების კონცეფცია ჩამოაყალიბეს - „ბავშვები არა, ისინი ადამიანები არიან, რომლებიც იმსახურებენ პატივისცემას“
13-11-2023
-
+


სკოლამდელი განათლება ადამიანის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესია - ეს აქსიომაა, რომელიც აღმზრდელთა პროფესიონალიზმზე დგას. Etaloni.ge იმ პედაგოგებს გაგაცნობთ, რომლებმაც გარდამტეხი წვლილი შეიტანეს საბავშვო ბაღების განვითარებაში.

მაშ ასე: 5 ყველაზე ცნობილი აღმზრდელი მსოფლიოში

რობერტ ოუენი (ადამიანი გარემოცვის პროდუქტია) - 1892 წელს შოტლანდიაში, ოუენმა გახსნა ისტორიაში პირველი საბავშვო ბაღი, სადაც დადიოდნენ ფაბრიკაში დასაქმებულთა შვილები.

სკოლამდელი დაწესებულების მფლობელი ოუენი თავად იყო, ბაღის კონცეფცია კი ასეთი გახლდათ: ყველა ასაკისთვის იყო ცალკეული ჯგუფი - 2 წლამდე პატარები დადიოდნენ ბაგაში, 6 წლამდე ბავშვები - ძირითად ჯგუფში, ხოლო შედარებით უფროსებისთვის იყო ცალკე სკოლა, რომელსაც ხასიათის განვითარების ინსტიტუტი ეწოდა.

ბაღში ბავშვებს აძლევდნენ მუსიკალურ განათლებას, ისინი დიდ დროს ატარებდნენ სუფთა ჰაერზე; ოუენი დიდ ყურადღებას უთმობდა დისციპლინას და ბავშვებს წესრიგის დაცვას ასწავლიდა, უვითარებდა კეთილსინდისიერებას, ასწავლიდა მეგობრების პატივისცემას, უნერგავდა სიკეთის, ემპათიის გრძნობას.

ფრიდრიხ ფრებელი (ბავშვები, მცენარეების მსგავსად, განსაკუთრებულ მზრუნველობას საჭიროებენ) - ფრებელს საბავშვო ბაღების ფუძემდებლად მიიჩნევენ, თუმცა მის მიერ დაარსებული ბაღი 37 წლით გვიან გაჩნდა, ოუენის სკოლამდელ დაწესებულებასთან შედარებით; ფრებელის ბაღებს ჰქონდათ მკაფიო დავალება: ბავშების სწავლება და აღზრდა.

ფრებელი მალე დაობლდა, ამიტომ ბავშვობაში ხშირად იმეორებდა: „ბუნება იყო ჩემი სკოლა, ხოლო ხეები, მცენარეები - მასწავლებლები“; სწორედ ამ პრინციპზე დააშენა ბაღებში სწავლებაც - მას ეკუთვნის იდეა, საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის ბაღი დაერქმია, რადგან მიიჩნევდა, რომ ბავშვებიც ისეთივე განსაკუთრებულ მზრუნველობას საჭიროებენ, როგორც მცენარეები.

ადელაიდა სიმონოვიჩი (სკოლიდან სარგებელი რომ ნახო, სასკოლო ცხოვრებისთვის უნდა იყო მზად, რაშიც საბავშვო ბაღი გეხმარება) - სიმონოვიჩს მიიჩნევენ პირველ თეორეტიკოს-პრაქტიკოსად სკოლამდელ განათლებაში - მისი მთავარი შთაგონების წყარო იყო ფრებელი, თუმცა მოგვიანებით, შეცვალა ფრებელისეული სისტემა, რადგან მიიჩნევდა, რომ დიდაქტიკური თამაშები იყო არაეფექტური - ისინი ეწინააღმდებეოდა ბავშვებში შემოქმედებითი ფანტაზიის გაღვივებას.

მარია მონტესორი (სანამ ყველას აღაფრთოვანებდა გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვების წარამტებები, მე ვეძებდი მიზეზებს, თუ რატომ არიან ჯანმრთელი ბავშვები ასე ცუდად განვითრებულნი) - მონტესორი იყო პირველი ქალი ექიმი, რომელიც მუშაობდა გონებრივად ჩამორჩენილ პატარებთან და აღმოაჩინა, რომ მათი პრობლემების მოგვარება შეიძლებოდა არა მხოლოდ სამედიცინო გზით, არამედ პედაგოგიური მიდგომებით;

მონტესორიმ შექმნა აღზრდის მეთოდიკა და გამოიყენა ის გონებრივი შეფერხების მქონე ბავშებთან; შედეგად მათ აჯობეს ჯანმრთელ ბავშვებს წერაში, კითხვაში, თვლაში...

მონტესორის მეთიდიკის არსი ერთ ფრაზაში ეტევა: ბავშვი ვითარდება თავად, თავისი ტემპებით, უფროსების ჩარევის გარეშე; 1907 წელს რომში გაიხსნა ბავშვთა სახლი, რომელიც მონტესორის სისტემით ხელმძღვანელობდა: ბავშვი თავისუფლად გადაადგილდებოდა საკლასო ოთახში, თავად ირჩევდა დავალებებს და თავადვე წყვეტდა, რამდენი დროის დათმობა სურდა სწავლისთვის; აღმზრდელი კი ყოველთვის მის გვერდით იყო და გამოთქვამდა მზაობას, საჭიროების შემთხვევაში, დახმარებოდა.

აღზრდისას მონტესორის მეთოდის გამოყენებით, ბავშვები ხდებიან უფრო დისციპლინირებულები, შეუძლიათ მიზნების დასხვა და მათი მიღწევისთვის ბრძოლა.

იანუშ კორჩაკი (ბავშვები არა, ისინი ადამიანები არიან, რომლებიც იმსახურებენ პატივისცემას) - პოლონელი ექიმი და პედაგოგი იანუშ კორჩაკი იყო ობოლთა სახლის ხელმძღვანელი. ამ სახლს მართავდნენ ბავშვები, რომელთაც ჰქონდათ საკუთარი კონსტიტუცია და ამხანაგური სასამართლო, სწორედ ამ მაგალითზე გამოიყენეს თანამედროვე სკოლებში თვითმმართველონის ელემენტები.

კორჩაკი მიიჩნევდა, რომ შეუძლებელია ბავშვი შეესაბამებოდეს უფროსის სურვილებს. ამიტომ ჰქონდა 4 მთავარი პრინციპი: გიყვარდეთ ბავშვი; ყურადღება მიაქციეთ მის ქცევას; არ გამოიყენოთ ძალადობა აღზრდაში; მოსთხოვეთ მხოლოდ ის, რისი გაკეთებაც შეუძლია.

კორჩაკის ცხოვრება არის პედაგოგის პროფესიის ერთგულების მაგალითი - იგი საკონცენტრაციო ბანაკში თავის მოსწავლეებთან ერთად შევიდა გაზის კამერაში და მათთან ერთად დაიღუპა. იანუშ კორჩაკი სიცოცხლის ბოლო წუთამდე დარჩა აღმზრდელ-პედაგოგად.

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

„გენეტკით დაწყებული, ბოტანიკით დამთავრებული ყველა თემას ეხებოდა კითხვები“ - აბიტურიენტები ბიოლოგიის გამოცდას აფასებენ

იხილეთ 7 საგამოცდო საგნის ტესტი, რომლიც გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა - გამოცდები 2024

აბიტურიენტმა, რომელიც მცხეთიდან მოდიოდა, გამოცდაზე დაიგვიანა

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს კვირიკეს N2 საჯარო სკოლის დირექტორი ინგა ქარცივაძე პასუხობს


სკოლები

სკოლაში ჩატარდა ესეების კონკურსი და გაიმართა საინტერესო აქტივობა - „სურვილების დაფა“ 

„ვულოცავთ ლილიტს, ყველა წარჩინებულ მოსწავლეს და კიდევ მრავალ წარმატებას ვუსურვებთ ცხოვრების სავალ გზაზე“

„ინოვაციური მიდგომებით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მოსწავლეთა აღზრდასა და მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში“

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და მათ ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

ბავშვებმა დაათვალიერეს ქუთაისი, ესტუმრნენ ბაგრატის ტაძარსა და სათაფლიას

საინტერესო

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

„აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ არ მომბაძონ, არ ინერვიულონ, კარგად გამოიძინონ და ისე გავიდნენ გამოცდაზე“

საკუთარი კალმის, როგორც შეტანა, ასევე გამოტანა შესაძლებელია 

სიახლეები
საზოგადოება