სიახლეები
სკოლები

თბილისის N166 საჯარო სკოლის 9 პედაგოგი სასწავლო წლის დაწყებას პროფესიული წინსვლით შეხვდა
09-10-2023
-
+


თბილისის N166 საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. სკოლა სასწავლო წლის დაწყებას პედაგოგთა წინვლით შეხვდა. 

მაია კაკაურიძეს (მათემატიკა), გალინა ქადაგიშვილს (ფიზიკა) და მაკა ჭიაბერაშვილს (ქართული ენა და ლიტერატურა) მიენიჭათ მენტორი მასწავლებლის სტატუსი!

ლია ჩაჩუამ (ქართული ენა და ლიტერატურა), ლია სირაძემ (რუსული ენა), ეთერ ქადაგიშვილმა (ბიოლოგია) და ელენე ხურცილავამ (სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება) წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვეს. 

საგნის გამოცდა კი ჩააბარეს და კომპეტენცია დაადასტურეს - გვანცა წიწილაშვილმა (სამოქალაქო განათლება) და მაია უხურგუნაშვილმა (იტალიური ენა).

სკოლაში პედაგოგთა წინსვლა ახარებთ და მათ ნაყოფიერ და წარმატებულ პროფესიულ საქმიანობას უსურვებენ. 

„თითოეულ მათგანს ვულოცავთ და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს!“- აღნიშნავენ სკოლაში.

შეგახსენებთ, რომ ​მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.​


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

გაეცანით ე.წ. უფასო ფაკულტეტების სიას - 2024-2025 სასწავლო წელი 

როდის ეცოდინებათ აბიტურიენტებს აპელაციის შედეგები? 
განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 2 აგვისტოს დაიწყება და 8 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

სტრატეგიის გეგმაში გაწეერილია სკოლებსა და ბაღებში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამა

პიროვნება
სკოლები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება