მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საჯარო სკოლებში ასარჩევი დირექტორების სიის გამოქვეყნებას არა მხოლოდ სასკოლო, ზოგადად საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებში დიდი მითქმა-მოთქმა და უკმაყოფილება გამოიწვია.
სკოლებში, სადაც დირექტორობის 10 მსურველი იყო, სამინისტრომ თითო კადრი წარადგინა - რის მიხედვით შეირჩნენ კანდიდატები?
ცნობილია, რომ ახალი ხელმძღვანელი 927 საჯარო სკოლაში იქნება არჩეული საბჭოების მიერ, თუმცა მთავარი ამბავი ისაა, რომ სკოლების უმრავლესობაში თითო კანდიდატია წარდგენილი, რასაც სერტიფიცირებლი და გასაუბრებაგავლილი პრეტენდენტების უკმაყოფილება მოჰყვა; გავრცელდა „სერტიფიცირებული დირექტორების მიმართვა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს“, რომელსაც etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:
1160 საჯარო სკოლას ახალი დირექტორი არ ეყოლება
მთელი სასკოლო საზოგადოება გაოგნებულია, სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რომლითაც მხოლოდ ზოგიერთი საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოებს წარედგინებათ ასარჩევად მხოლოდ ზოგიერთი დირექტორობის კანდიდატი! თქვენ სამართალმცოდნე ბრძანდებით და მოდი ვაღიაროთ: ეს არ იქნებ არჩევა, ეს იქნება დანიშვნა. სამინისტრომ სკოლების უდიდეს უმრავლესობაში მხოლოდ თითო კანდიდატი უნდა წარადგინოს, რაც გამორიცხავს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას. არსებობს კონტრპასუხი: შეუძლიათ საერთოდ არ აირჩიონ თუნდაც ის ერთი. მაგრამ, ხომ კარგად ვიცით, რომ ეს ასე არაა: დღევანდელი შინაგანი თვითცენზურული კომპლექსის სიტუაციაში სამინისტროს მხრიდან თითო კანდიდატის წარდგენა მიანიშნებს სამეურვეოს საბჭოებისთვის ირიბ მითითებას, რომ აირჩიონ სწორედ ეს პირები, რადგან არ არჩევა აღიქმება სამინისტროს ნების წინააღმდეგ წასვლად. ამომრჩეველი ფიქრობს: სამინისტროს რომ ეს კანდიდატი არ სურდეს, არც „გამოგვიგზავნიდა“. კიდევ ერთი მომენტია: რომც დაეშვას პრეცედენტი (და ზოგიერთ სკოლაში ალბათ, ასეც იქნება) რომ სამეურვეო საბჭოებმა შეძლონ შიშის ძლევა და არ აირჩიონ სამინისტროს წარდგენილი კანდიდატები, მაშინ იყენებთ დისკრეციულ უფლებას და ვინც გნებავთ, მაინც დანიშნავთ.
ასარჩევი დირექტორობის კანდიდატებისა და სკოლების სია ცნობილია
ნათელია, რომ დისკრიმინაციულად დაირღვა დირექტორობის უფლების მქონე იმ პირთა უფლება, რომელთა ასარჩევად წარდგენის ვალდებულება ჰქონდა სამინისტროს, მაგრამ არსად არ წარადგინეს. კიდევ უფრო საგანგაშო სიტუაციაა იმ სკოლებთან მიმართებაში, სადაც დირექტორობის უფლების მქონე საერთოდ არცერთი კანდიდატი არ წარდგენილა და თანამდებობა უვადოდ შეუნარჩუნდათ დირექტორობის მოვალეობის შემსრულებელ პირებს, მათ შორის ისეთებსაც, ვისაც ამის დოკუმენტური უფლება არ აქვს. „დაბლოკილ“-ებიდან, განსაკუთრებით მათ, ვინც წელს მიიღო დირექტორობის სერტიფიკატი, ერთის მხრივ, დირექტორობის უფლება მოგვანიჭა სახელმწიფომ და მეორე მხრივ გზა გადაგვიკეტა უფლების გამოყენებაში - ვიყოთ არჩეულნი. განა ეს არ გააჩენდა უსამართლობის განცდას? განა ლოგიკური არაა შეკითხვა: რა დავაშავეთ?
განათლების მინისტრს თბილისის N115 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭო მიმართავს
ამავდროულად საერთოდ „უკანდიდატო“ სკოლებსაც წაერთვათ არჩევანის გაკეთების თავისუფლება და შესაძლებლობა. დირექტორობის უფლების მქონე პირთა ისედაც მცირე კონტინგენტის გამო, გასაგებია ყველგან ვერ იქნება კანდიდატის წარდგენის შესაძლებლობა, მაგრამ ეს უფრო აძლიერებს ულოგიკობის ფაქტებს: დირექტორობის უფლების მქონე პირთა რაოდენობა არასაკმარისია და ამ არასაკმარისობის ფონზე, მათი დიდი ნაწილი მაინც წარდგენის მიღმა დარჩა და თან სკოლათა დიდ ნაწილში ხელმძღვანელებად დარჩნენ ამ უფლების არმქონენი! რა კანონზმოიერებას ესადაგება ის გარემოება, რომ სადაც 3 ზე მეტი კანდიდატი „დებდა ფსონს“, იქ წარედგინება მხოლოდ ერთი კანდიდატი, ან საერთოდ არცერთი?!
ან რა გამართლება აქვს წარმატებული სკოლის იმ წარმატებული ხელმძღვანელების „დაბლოკვას“, რომლებიც მხოლოდ ერთი ვადით იყვნენ არჩეულები და კანონით უფლება ჰქონდათ, მეორე ვადითაც არჩეულიყვნენ და გამოირჩევიან სასკოლო საზოგადოების ნდობით და მხარდაჭერით?! ზოგიერთ სკოლაში კი პირიქით: თანამშრომლები მოქმედ დირექტორებს ამხელენ დარღვევებში და იქ მაინც მას მფარველობს ზოგიერთი „ზემდგომი“?
კიდევ ერთი დეტალი: საიდან იცოდა ზოგიერთმა წარდგენილმა კანდიდატმა, ჯერ კიდევ თვეების წინ, რომ უეჭველად გახდებოდნენ დირექტორები და რომ ადგილობრივი მმართველობების დონეზე მათ ლობირებდნენ?
უფრო მეტიც, ისედაც გეცოდინებათ და რა აზრი აქვს დამალვას: სოციალურ ქსელებში საუბარი მიდის იმაზეც, რომ კანდიდატები შეირჩნენ პარტიული ნიშნით და რომ საკმარისი არ იყო ზეპარტიულობა ან არცერთი პარტიის წევრობა და საჭირო იყო მმართველი პარტიის წევრობა. რომ, წარდგენილი და დატოვებული დირექტორები იქნებიან „პარტიული საარჩევნო შტაბების უფროსები“ და ა.შ. არადა, ერთ-ერთ შეხვედრაზე გვითხარით, პარტიულ მიკუთვნებულობას ჩემთვის აზრი არ აქვსო. ჩვენ დავამატებთ: პედაგოგი და სკოლის ლიდერი არ უნდა იყოს არცერთი პარტიის წევრი, ის ყველას „მსახურია“. ამიტომ ვერ გამოვირჩევით ვერცერთი, მით უმეტეს, ოპოზიციური პარტიისადმი სიმპათიით. თუმცა ვერც კი წარმოგვიდგენია, რომ რომელიმე მათგანმა „პოლიტიკური გემოვნების“ მიუხედავად, გუნდურობის პრინციპის ღალატი გაბედოს და ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა აქტივობებში ჩაერთოს. აღმოჩნდა, რომ სამინისტროს ზოგიერთი მუშაკისთვის თქვენ განაცხადს მნიშვნელობა არ ჰქონდა.
ამ უკმაყოფილებისა და მზარდი დაძაბულობის პირობებში უდავოდ ყურადსაღებია ერთი გარემოება: „დაწუნებულთა კასტაში“, ანუ დირექტორებში არის ასეთი განცდა და ამ ეტაპზე ჩვენც ამ პოზიციაზე ვართ, და გვაქვს დიდი იმედი, რომ რაც მოხდა, აქედან ბევრი რამ თქვენი გვერდის ავლით მოხდა; რომ მავანნი შეირჩა „მფარველი“ ზემდგომების დახმარებით და ეს ინფორმაცია თქვენამდე არ მოდის. ეს განცდა არის ერთგვარი ნათელი წერტილი, რომ დაინტერესდებით, ფაქტობრივად ხელოვნურად შექმნილი პრობლემის მოგვარებით. ხელოვნურად შექმნილია, რადგან გაუგებარია, რატომ უნდა დაგჭირვებოდათ სამინისტროს იმიჯის შემლახავი ნაბიჯის გადადგმა. სწორედ ამიტომ, შევქმენით საინიციატივო ჯგუფი და ორშაბათს, 9 ოქტომბერს, 14:30 სთზე ვაპირებთ თქვენთან შეხვედრას მეგობრული, კონსტრუქციული, პატივისმცემლური დიალოგის ფარგლებში. დირექტორობის კონკურსში ჩვენი ჩართვის ერთ-ერთი ფაქტორი იყო, რომ მინისტრის თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ იმედი გაჩნდა დიალოგის და კომუნიკაციის შესაძლებლობის, განსხვავებული აზრის მოსმენის და გათვალისწინების. როგორც ხედავთ, არანაირი მტრული პათოსი არ გვამოძრავებს და უსამართლობის მსხვერპლის პოზიციიდან ვითხოვთ უმცირესს. ვიტოვებთ იმედს: ეს შეხვედრა შედგება და ეს მძიმე პრობლემაც მოგვარდება. არც კი გვინდა ვიფიქროთ, რომ იმედი გადაგვეწურება და დაძაბულობის მუხტი მოიმატებს.
პატივისცემით, სერტიფიცირებული დირექტორების საინიციატივო ჯგუფი: დავით ფერაძე, ქეთი ცირეკიძე, მარი ქვრივიშვილი, თამილა ხარაბაძე, თამთა კვენეტაძე, ნათია იასაღაშვილი
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო სხდომას 27 დეკემბერს გამართავს
„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ურთიერთთანამშრომლობას და მოვალეობის სწორად გადანაწილებას“
„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს გარემოს, რომელიც ხელსაყრელი და შესაბამისია თავისუფალი და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის“
6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა
ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე