სიახლეები
სკოლები

ლეღვას N1 საჯარო სკოლის მოსწავლე ანა ტაკიძე სასწავლო კონფერენციებში წარმატებით მონაწილეობს 
09-10-2023
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვას N1 საჯარო სკოლის მოსწავლე ანა ტაკიძე, გამოირჩევა საინტერესო იდეებითა და შემოქმედებითი აზროვნებით. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ანა მე-11 კლასის მოსწავლეა, რომელიც არაერთ საინტერესო პროეტში მონაწილეობდა და სკოლას საუკეთესოდ წარადგენდა. 

მათ შორისაა მოსწავლეთა 76-ე სასწავლო -კვლევით კონფერენცია. 

კონფერენციაზე, მოსწავლე წარდა თემებით : „სახელმწიფოს მმართველთა პირველი ქალბატონები“, რომლის ხელმძღვანელი, პედაგოგი - ნუნუ ტაკიძე გახლდათ და „ჩვენი სოფლის მინერალური წყლები“, რომლის ხელმძღვანელებიც პედაგოგები: ციური ზოიძე და ლეილა ქარცივაძე იყვნენ. 

აღსანიშნავია, რომ საინტერესო თემებით, ანა მეორე ტურში გადავიდა. 

ასევე, ანა მონაწილეობდა მოსწავლეთა მე-6 სამეცნიერო კონფერენციაში - „ახლო აღმოსავლეთი და საქართველო“.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ეს კონფერენცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში, 2023 წლის 23 აპრილს ჩატარდა.

კონფერენციაზე, მოსწავლემ წარადგინა თემა -  „ერაყის ქართველი მამლუქი გამგებლები“, რომელსაც პედაგოგი - ნუნუ ტაკიძე ხელმძღვანელობდა.

ანას, საუკეთესო თემის წარდგენისათვის, ხოლო პედაგოგს საუკეთესო თემის ხელმძღვანელობისთვის ქების სიგელები გადაეცათ. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

გაეცანით ე.წ. უფასო ფაკულტეტების სიას - 2024-2025 სასწავლო წელი 

როდის ეცოდინებათ აბიტურიენტებს აპელაციის შედეგები? 
განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 2 აგვისტოს დაიწყება და 8 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

სტრატეგიის გეგმაში გაწეერილია სკოლებსა და ბაღებში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამა

პიროვნება
სკოლები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება