მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თანამედროვე სამყაროში ახალგაზრდების ერთმანეთთან კომუნიკაციის მთავარი საშუალება ტექსტური შეტყობინებებია. სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ ისინი ტელეფონზე, დღის განმავლობაში, ასობით შეტყობინებას იღებენ.
კვლევის მიხედვით, რომელიც ამერიკაში ჩატარდა, დღესდღეობით, 12-17 წლის ახალგაზრდების დაახლოებით 75% მობილურ ტელეფონებს ფლობს, 2004 წელს კი ეს მაჩვენებელი 45% იყო. მივიღეთ რეალობა, როდესაც მობილურები კომუნიკაციის უმთავრესი საშუალება გახდა.
ყოველი მესამე მოზარდი დღეში 100-ზე მეტ ტექსტურ შეტყობინებას აგზავნის, რაც თვეში 3000 გამოდის. გარდა ამისა, თინეიჯერების 15%, დღეში 200-ზე მეტ მესიჯს, ანუ თვეში 6000-ზე მეტ ტექსტს გზავნის. ამავე დაკვირვების მიხედვით, ბიჭები დღეში, ჩვეულებრივ, 30 შეტყობინებას, ხოლო გოგონები ჩვეულებრივ 80 შეტყობინებას აგზავნიან და იღებენ.
აქვე აღსანიშნავია, რომ ძალიან მცირე არ არის იმ მოზარდების რაოდენობა, რომლებიც მესიჯებით კონტაქტს უპირატესობას არ ანიჭებენ. მოზარდების მეხუთედი (22%) დღის განმავლობაში, მხოლოდ 1-10 ტექსტს და შესაბამისად, თვეში 30-300-ს შეტყობინებას აგზავნის და იღებს.
მოზარდები შეტყობინებებს მთელი დღე, მათ შორის სკოლაშიც იღებენ. მეტიც, ტექსტურ შეტყობინებათა მეოთხედი სწორედ ამ დროს მოდის. ნათქვამია Common Sense Media-ს მოხსენებაში - ესაა ორგანიზაცია, რომელიც ახალგაზრდებზე ტექნოლოგიის გავლენას იკვლევს. ზოგიერთ შემთხვევაში სწორედ ესაა იმის მიზეზი, რის გამოც ზოგიერთი სკოლა მოსწავლეებს სასკოლო საათებში მობილური ტელეფონების გამოყენებას უკრძალავს.
კვლევამ აჩვენა, რომ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, თითქმის ყველა მოსწავლე - 97 პროცენტი მობილურებს, საშუალოდ, 43 წუთი მაინც, იყენებს. ამ დროს, მოსწავლეები სოციალურ მედიაში არსებულ სიახლეებს ეცნობიან, შეტყობილებებს იღებენ, თავადაც აგზავნიან. ეს ყველაფერი კი მოზარდებს ყურადღებას უფანტავს და გაკვეთილებს ისეთი მონდომებით აღარ ისმენენ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.