სიახლეები
სიახლეები, სკოლები, ეტალონი

ამბროლაურის „ეტალონი გუნდი“ გამოვლინდა
10-10-2023
-
+


„ეტალონის“ გუნდი განახლებული ფორმატიც ამჯერად რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეს ესტუმრა და პირველი ღონისძიება ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ჩაატარა. 

ამბროლაურის „გუნდური ჩემპიონატის“ ფარგლებში ერთმანეთს მუნიციპალიტეტის მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდები შეეჯიბრნენ. ღონისძიებას ამბროლაურის სპორტ-დარბაზმა უმასპინძლა. მონაწილეთა საგულშემატკივროდ კი დარბაზში ტრადიციულად შეიკრიბნენ ადგილობრივი ხელისუფლების, რესურსცენტრისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები. 

   
მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ამბროლაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა კახა რეხვიაშვილმა და მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის წარმომადგენელმა ნანა ბოჭორიშვილმა. 

მონაწილე გუნდებისთვის ახალი ფორმატი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა: თითოეული კითხვის შემდგომ 30 წამიანი პერიოდის განმავლობაში დარბაზში აქტიური მსჯელობა არ წყდებოდა. თითოეული მონაწილე სწორი პასუხის ძიების საკუთარ ვერსიას უზიარებდა გუნდს, ხოლო კაპიტნებს სავარაუდო ვერსიებს შორის პასუხის შერჩევის პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ. შიგადაშიგ მონაწილეებს სახალხოდ უწევდათ არჩეული ვერსიის სისწორეზე მსჯელობა და სწორი პასუხის საჯარო გამოცხადებაც. შეჯიბრს კი ტრადიციულად „ეტალონის“ ავტორი და უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა. 

20 კითხვის შემდგომ პირველი სამეულის გამოცხადების დროც დადგა: 

 

პირველ ადგილზე 80 ქულით გავიდა ნიკორწმინდის საჯარო სკოლის გუნდი.
მათ ამ ქულის მოსაპოვებლად 225 წამი დასჭირდათ. გუნდის შემადგენლობაში შედიოდნენ: საბა მომცელიძე VII კლასი, ნიკოლოზ ნადირაშვილი VII კლასი, ნინო ნადირაშვილი VI კლასი, მარიამ ჭოხონელიძე VI კლასი და მართა გეგეშიძე VI კლასი. 

მეორე ადგილზე 72 ქულით გავიდა ჭრებალოს საჯარო სკოლა.
შედეგის მისაღწევად მათ 209 წამი დასჭირდათ. გუნდის შემადგენლობაში შედიოდნენ: ანა სოფრომაძე VII კლასი, ლუკა სანთელაძე VII კლასი, თამარ ჭიღვარია VII  კლასი, ლიზი სვანიძე VII კლასი და ლუკა კიბაბიძე VII კლასი.  

მესამე ადგილზე კი 70 ქულით 254 წამში გავიდა ამბროლაურის N1 საჯარო სკოლის გუნდი:
მარიამ ჯმუხაძე VII კლასი, გიორგი ბუაძე VII კლასი, ბარბარე ცხვედიანი VII კლასი, ნიკოლოზ სულაძე VI კლასი და გიორგი ბოკუჩავა VII კლასი. 

იხილეთ ღონისძიების ფოტოალბომი სრულად ბმულზე

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება