მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იულიხის კვლევითი ცენტრისა და თსუ-ს ფუნდამენტურ მეცნიერებებში ერთობლივი მე-7 ქართულ-გერმანული სკოლა-სემინარის ფარგლებში პირველი, ე.წ. სმარტ-ლაბის დაფუძნების ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.
ღონისძიებას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი დარეჯან თვალთვაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, იულიხის კვლევითი ცენტრის დირექტორთა საბჭოს წევრი, პროფესორი სებასტიან შმიდტი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის და გერმანიის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
"ქართულ-გერმანული სკოლა-სემინარი ფუნდამენტურ მეცნიერებებში" მეშვიდედ ტარდება, მას საფუძველი 2004 წელს თსუ-ს მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტისა და იულიხის კვლევითი ცენტრის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის თანამშრომლობის შედეგად ჩაეყარა. კონფერენცია ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. 2010 წლიდან სკოლა-სემინარს საქართველოს სხვა უნივერსიტეტებიც: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი შემოუერთდა.
2014 წელს საიუბილეო ღონისძიება “ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდი 10 წლისაა” გაიმართა, სადაც ორ ქვეყანას შორის სამეცნიერო და ტექნოლოგიური თანამშრომლობის მიღწევები შეაჯამეს. 2015 წლის კონფერენციაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროსა და იულიხის კვლევით ცენტრს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს გრძელვადიან სამეცნიერო და საგანმანათლებლო თანამშრომლობის ხელშეწყობას.
"ქართულ-გერმანული სკოლა-სემინარი ფუნდამენტურ მეცნიერებებში" 2 სექტემბერს დასრულდება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.