სიახლეები
სიახლეები

წყალტუბოში,''ეტალონის'' პირველ ტურში, მოსწავლეების მაღალი აქტიურობა დაფიქსირდა
17-11-2016
-
+


წყალტუბოში ''ეტალონის'' პირველ ტურის ორგანიზებაში გამგეობის  კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური რესურსცენტრთან და  სკოლის წარმომადგენლებთან ერთად იყო ჩართული.   

ტესტირების დღესთან დაკავშირებით, წყალტუბოში, ყველა სკოლის ინფორმირება წინასწარ მოხდა. 

ტესტირება ყველა სკოლაში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტების და ინსტრუქციის შესაბამისად მოხდა. მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებისთვის ტესტები ცალ-ცალკე იყო შერჩეული.    

მოსწავლეების ნამუშევრები სკოლის მიერ შერჩეულმა  პირებმა გაასწორეს.  ‘’ეტალონის’’ ჯგუფი მათთგან ყველაზე მაღალქულაინ მოსწავლეებს გამოავლენს. ქულების მიხედვით შეირჩევა 1 დეკემბრის ღონისძიების მონაწილეები.

შესარჩევ ტურთან დაკავშირებით "Etaloni.ge’’ წყალტუბოს რესურსცენტრის უფროსის მოადგილეს ალექსანდრე ფხაკაძეს ესაუბრა: 

"შესარჩევმა ტურმა ჩაიარა მშვიდ გარემოში, რა თქმა უნდა, ობიექტურად და გამჭირვალედ, სრული წესების დაცვით. ყველა სკოლას შერჩეული ჰყავდა თავისი წარმომადგენლები, ტრენერები და მეთვალყურეები. ერთადერთი შემთხვევა გვქონდა, ტექნიკური მიზეზის გამო ერთ სკოლაში გადაიდო ტესტები, პრობლემის აღმოფხვრის შემდეგ, უახლოეს მომავალში აუცილებლად ჩატარდება. მაღალი იყო ჩართულობა და ინტერესი ღონისძიების მიმართ. ველოდებით საფინალო ღონისძიებას, ინტელექტ-შეჯიბრი გვიჩვენებს ვინ იქნება ყველაზე ძლიერი." – აღნიშნა ალექსანდრე ფხაკაძემ.

წყალტუბოს მე-4 სკოლის დირექტორის გურამ ჩიხლაძის თქმით, მოსწავლეები ძალიან კმაყოფილები არიან შესარჩევი ტურით:

"მოსწავლებისთის ძალიან სასიამოვნო იყო ''ეტალონში'' მონაწილეობის მიღება, თავად ძალიან კმაყოფილები არიან. ძალიან დაინტერესდნენ, დამატებითი კითხვარები, ინფორმაციები მოგვთხოვეს. საერთო ჯამში ყველაფერი ძალიან კარგად ჩატარდა."

"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს "ეტალონ მოსწავლეებს".          

პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება