სიახლეები
სკოლები

„ნაკლები ნარჩენი - მეტი გადამუშავება“ - სამების საჯარო სკოლაში საინტერესო გარემოსდაცვითი პროექტი მიმდინარეობს 
10-10-2023
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

ამჟამად, სკოლაში მიმდინარეობს პროექტი - „ნაკლები ნარჩენი - მეტი გადამუშავება“. 

პროექტი დააფინანსა გარემოსდაცვითი განათლების ფონდმა (FEE). უნდა აღინიშნოს, რომ სამების საჯარო სკოლის პროექტი მთელი მსოფლიოდან საუკეთესო 60 განაცხადს შორის მოხვდა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი აქტივობები:

  • მინი-კვლევა ცირკულარული ეკონომიკის შესახებ;
  • წრიული ეკონომიკის შესახებ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების გამოცდილების გაცნობა და განხილვა;
  • თემის წარმომადგენლებთან შეხვედრა: წრიული ეკონომიკის პრინციპების გაცნობა, კომპოსტირებისა და ნარჩენების შესახებ დისკუსია;
  • ცირკულარული ეკონომიკის სწავლების ინტეგრირება სასწავლო პროცესში სხვადასხვა დონეზე;
  • ბუკლეტების დამზადება და საზოგადოებაში გავრცელება;
  • ფერადი ურნების შეძენა ნარჩენების სეპარირებისთვის;
  • ბანერის შეკვეთა/დამზადება და ურნებთან განთავსება;
  • წალკის წყალსაცავის სანაპიროს დასუფთავება ნარჩენების სეპარირებით.
აქტივობები მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა.

პროექტის განმახორციელებელი გუნდი -  ნაირა დევდარიანი  და თეა დადვანი. ენობრივი მხარდაჭერა - სოფიო კევლიშვილი.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

გაეცანით ე.წ. უფასო ფაკულტეტების სიას - 2024-2025 სასწავლო წელი 

როდის ეცოდინებათ აბიტურიენტებს აპელაციის შედეგები? 
განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 2 აგვისტოს დაიწყება და 8 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

სტრატეგიის გეგმაში გაწეერილია სკოლებსა და ბაღებში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამა

პიროვნება
სკოლები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება