მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შეფასება მოსწავლეების მოტივაციისთვის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. საინტერესოა, როგორ მოქმედებს დაბალი ნიშანი მოსწავლეზე? - ხშირად, სწორედ მიღებული ქულა განაპირობებს მათი აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას ან პირიქით - გაუარესებას.
ყველა მოსწავლე ინდივიდუალურია, შესაბამისად ყველა მათგანს თავისებური მიდგომა სჭირდება. ზოგოსთვის ცუდი ნიშანი სტიმულის მიმცემია - ჯიუტად გამოასწოროს ის და დაამტკიცოს, რომ უკეთესს იმსახურებს და ზოგისთვის ეს მოტივაციის ჩამხშობია - ფიქრობს, რომ უკეთ გაკეთება არ შეუძლია.
მოსწავლეების შეფასებისას, ისევე, როგორც ყველგან, ოქროს შუალედის დაცვა აუცილებელია. ხშირად, მათ წახალისება სჭირდებათ, მაგრამ ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ შეფასება ობიექტურად მოხდეს. ამ შემთხვევაში კი, მასწავლებლების დილემის წინაშე აღმოჩნდებიან.
როგორ უნდა შეაფასოს მასწავლებელმა მოსწავლე ობიექტურად და ამავდროულად წაახალისოს ის?
უცხოელი მკვლევარები ფიქრობენ, რომ მასწავლებელს უნდა ჰქონდეს უნარი წინასწარ ამოიცნონ მათი ქმედების შედეგები და შეფასება სწორედ ამის მიხედვით გააკეთონ, გამონახონ მოსწავლეებთან საერთო ენა და დაუძლეველი საკითხი, მათთან ინდივიდუალურად გაიარონ.
შექება ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მოტივაციის ამაღლებისთვის, ამიტომ მასწავლებლებმა მოსწავლეების ძლიერ მხარეები თუ დადებით თვისებები აუცილებლად უნდა აღნიშნონ. ასევე მნიშვნელოვანია კრიტიკა, მხოლოდ მკაცრად გაკონტროლებული ტონით, რადგან მოსწავლე არ დაიძაბოს და ამან, მასზე უარყოფითად არ იმოქმედოს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.