მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ბაღების დიაგნოსტიკური თვითშეფასების მხარდაჭერის ქვეპროგრამის ფარგლებში, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების გაერთიანებების ხელმძღვანელებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც 34 მუნიციპალიტეტის გაერთიანების ხელმძღვანელი ესწრებოდა.
შეხვედრა გახსნა და მონაწილეებს მიესალმა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე კახაბერ ერაძე.
ორდღიანი სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავდა გაერთიანების წამომადგენლების შესაძლებლობების გაძლიერებას და ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებით ინფორმირებულობის გაზრდას.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. თითოეული გაერთიანებას მიეცა შესაძლებლობა კოლეგებისთვის წარედგინა საკუთარი დაწესებულების შესახებ ინფორმაცია და წარმატებული პრაქტიკა.
ცენტრის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა - ნინო ხითარიშვილმა, სამსახურის თანამშრომლებმა და ქვეპროგრამის სპეციალისტებმა მონაწილეებს გააცნეს საკანონმდებლო მარეგულირებელი დოკუმენტები, ავტორიზაციის სტანდარტები, სტანდარტების შეფასების სკალა და დამხმარე მეთოდოლოგიური დოკუმენტები. ჩატარდა ჯგუფური სამუშაოები, წარიმართა დისკუსია და კითხვა პასუხის სესიები.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანება
ბაღის აღმზრდელები, მასწავლებლები და მოსწავლეები ჯილდოს ან საპატიო წოდებას მიიღებენ - რა წერია მუნიციპალურ ბიუჯეტში
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა