სიახლეები
სკოლები

ვეტერანი სპორტსმენის მელანია დოლიძის ბალახის ჰოკეის გუნდი საქართველოს ვიცე ჩემპიონია
10-10-2023
-
+


ვეტერანი სპორტსმენი - მელანია დოლიძე, თავის აღსაზრდელებთან ერთად, მუდამ წინ, წარმატებისა და განვითარებისკენ მიისწრაფის, მისი თავდაუზოგავი შრომა კი ყოველთვის დებს შედეგს. 

ამჯერად, მწვრთნელის გუნდი, ბალახის ჰოკეის, საქართველოს ვიცე ჩემპიონი გახდა. როგორც პედაგოგი გვიყვება, ეს არის მათი მონდომებისა და მუხლჩაუხრელი შრომის შედეგი. 

აღსანიშნავია, რომ გუნდმა ერთი დასკვნითი მატჩი წაგებით, ანგარიშით - 1:3, ხოლო მეორე მატჩი მოგებით, ანგარიშით - 7:0, დაასრულა. 

ხოლო საბოლოოდ, ოთხი ტურის ჯამურმა ქულამ, გუნდს საქართველოს ვიცე ჩემპიონობა მოუტანა. 

პედაგოგი ამაყობს მოსწავლეთა შედეგით, აღსაზრდელებს მადლობას უხდის შრომისა და შემართებისთვის

„ამაყი და ბედნიერი ვარ თქვენით! ეს ის მომენტია, როცა მუხლჩაუხრელი შრომა, მიუხედავად უამრავი წინაღობისა და სიძნელისა, შედეგს გვაძლევს. ის ფაქტი, რომ სულ რაღაც ერთ წელს ითვლის ჩემი გუნდი და დღეს უკვე საქართველოს ვიცე ჩემპიონია, მართლაც საუკეთესო მაგალითია იმისა, რომ შრომა ფასდება!“, - აღნიშნავს პედაგოგი

მწვრთნელი, ასევე მადლობას უხდის ყველას, ვინც ამ წარმატებაში წვლილი შეიტანა.

„მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც თუნდაც იოტისოდენა წვლილი შეიტანა, ჩვენი განვითარებისა და წინსვლის საქმეში, პირველ რიგში ჩემს მეუღლეს, რადგან ჩემთან ერთად მუხლჩაუხრელი შრომობდა და ყველა პრობლემის მოგვარებაში მეხმარებოდა. ასევე ბათუმის სპორტული ცენტრს, აჭარის ჰოკეის ფედერაციას და, რა თქმა უნდა, საქართველოს ჰოკეის ფედერაციას. ყველაზე მეტად კი, მადლობა ჩემს ბავშვებს! რომ არა თქვენი თავდადება და მონდომება ჩვენ ვერაფერი გამოგვივიდოდა, ასევე პატივისცემის ღირსია მშობლებიც! მადლობა მათ გაწეული შრომისთვის“, - აღნიშნავს მწვრთნელი - მელანია დოლიძე. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

გაეცანით ე.წ. უფასო ფაკულტეტების სიას - 2024-2025 სასწავლო წელი 

როდის ეცოდინებათ აბიტურიენტებს აპელაციის შედეგები? 
განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 2 აგვისტოს დაიწყება და 8 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

სტრატეგიის გეგმაში გაწეერილია სკოლებსა და ბაღებში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამა

პიროვნება
სკოლები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება