სიახლეები
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებმა ლიტერატურული ტექსტის​ შესწავლისას პინოქიოს როლი მოირგეს
10-10-2023
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლაში ქართულის მასწავლებელმა, ლეიკო თვალაბეიშვილმა დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ლიტერატურული ტექსტის ორიგინალურად გააზრების ვერსია შესთავაზა.

ბავშვებმა დიდი ჟრიამულით მოირგეს პინოქიოს აქსესუარები, რომელიც მასწავლებელმა შექმნა. პატარა მსახიობებმა ყველა ასაკის ადამიანისთვის დაუვიწყარი ლიტერატურული გმირის როლიც ინდივიდუალურად მოირგეს:

პედაგოგი დიდი აღფრთოვანებითა და სიყვარულით გვიყვება ამ პერფომანსის დეტალებზე:

„კარლო კოლოდის  - „პინიქიოს თავგადასავალი - ხის თოჯინას ამბავი“

მთელი ბავშვობა ცხვირის დაგრძელება და ფეხების დამოკლება იყო ნიშანი იმისა, რომ ტყუილი არ უნდა გვეთქვა, თუმცა ყველას მოგვირგია პინოქიოს ცხვირი. ბუნებრივია, თანდათან იმასაც ვისწავლით, რომ „სიმართლე მზეზე ნათელია“, როგორი მწარეც არ უნდა იყოს მოსასმენად სიმართლე უნდა ვაღიაროთ. „არ არსებობს საიდუმლო, რომელიც არ გამჟღავნდება“.

ბავშვებს ვესაუბრე, რომ პინიქიო იტალიელი მწერლის კარლო კოლოდის კალამს ეკუთვნის, ბურატინო კი - ტოლსტოის.

ჩემს პატარებს ხის თოჯინა პლასტელინისგან შევუქმენი. რადგან ჩვენს სახელმძღვანელოში მოცემული იყო მხოლოდ ეს ეპიზოდი  - „პინოქიო ანბანს ყიდის, რომ თოჯინების თეატრის ბილეთი იყიდოს...გადავწყვიტე, ბავშვებისათვის მეჩვენებინა სრული ზღაპარი.

ამის შემდეგ დავიწყეთ კომპლექსური დავალებისთვის მზადება.

გავაცანი ბავშვებს კომპლექსური დავალების პირობა: ვკითხე რა იცოდნენ „პერსონაჟის სკამის“ შესახებ? ისხდნენ თუ არა როდესმე „პერსონაჟის სკამზე“ და გულღიად გაუციათ თუ არა პასუხები დასმულ კითხვებზე...

პერსონაჟის რუკის დახმარებით დავახასიათეთ პინოქიო. გონებრივი იერიშის რუკით კი, სადაც ყველას პასუხი მისაღებია და პატივსაცემი, ვიმსჯელეთ პინოქიოს თვისებებზე.

როგორც ვიცით, სიმულაცია ანუ როლური თამაში არის თანამშრომლობითი სწავლების ერთ-ერთი მეთოდი, რომელიც მოსწავლეთათვის განსაკუთრებით სახალისოს ხდის სასწავლო პროცესს.

როლური თამაში სწავლების აქტიური ფორმაა. ამ დროს მოსწავლეები არა მხოლოდ გონებრივად, არამედ ფიზიკურადაც აქტიურები არიან. მათ საშუალება აქვთ გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულებები, ემოციები, რაც აადვილებს სწავლის პროცესს.

როლური თამაშით მთავარი პერსონაჟის შინაგანი სამყარო წარმოაჩინეს მოსწავლეებმა.

ჩვენი კომპლექსური დავალების მომდევნო ნაბიჯი იყო: „პერსონაჟის სკამი“. ამისათვის მოვამზადეთ ფერადი ფურცლისგან პინოქიოს ქუდი და ცხვირი.

გამოწვევას - მოირგე კარლო კოლოდის ზღაპრის - „პინოქიოს თავგადასავალი“ - მთავარი პერსონაჟის, ხის კაცუნა პინოქიოს, როლი. გამოდი კლასის წინაშე და გააცანი თავი მსმენელს, მიაწოდე მოკლე ინფორმაცია შენი, როგორც პერსონაჟი, ვინაობის, მისი წარსულისა და ახლანდელი ცხოვრების შესახებ. პერსონაჟის პირით უპასუხე თანაკლასელების შეკითხვებს - მეტ-ნაკლებად ხალისით გავართვით თავი. ქუდისა და ცხვირის დახმარებით უფრო ადვილად მოირგეს ბავშვებმა პერსონაჟის როლი“,- გვიყვება პედაგოგი შთამბეჭდავი გაკვეთილის შესახებ. 

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

გაეცანით ე.წ. უფასო ფაკულტეტების სიას - 2024-2025 სასწავლო წელი 

როდის ეცოდინებათ აბიტურიენტებს აპელაციის შედეგები? 
განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 2 აგვისტოს დაიწყება და 8 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

სტრატეგიის გეგმაში გაწეერილია სკოლებსა და ბაღებში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამა

პიროვნება
სკოლები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება