მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალენჯიხის N6 საჯარო სკოლის დირექტორი მაია მესხი პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული პიროვნებაა. ის სხვადასხვა საგანმანათლებლო ტრენინგს ხშირად ესწრება და მოსწავლეებსაც მუდამ განვითარებისკენ მოუწოდებს. სკოლის ხელმძღვანელი ბავშვებს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას სხვადასხვა სახის პროექტებსა და აქტივობებს სთავაზობს, რათა მათ მოტივაცია აუმაღლოს. მას მიაჩნია, მოსწავლეს, მასწავლებელმა რომ საგანი შეაყვაროს, პირველ რიგში, აუცილებელია მასთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდეს. ის თავის მოწაფეებს ურჩევს, არ შეეშინდეთ სირთულეების და იბრძოლონ წარმატებისთვის.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს წალენჯიხის N6 საჯარო სკოლის დირექტორი მაია მესხი პასუხობს.
- მიმდინარე სასწავლო წელს მაქვს მოლოდინი...
- განვახორციელოთ სხვადასხვა სახის სასწავლო პროექტები, რომელიც გააქტიურებს სასკოლო საზოგადოებას, მშობლების ჩართულობით.
- მასწავლებლისთვის წარმატება არის...
- მოსწავლეების წარმატება.
- მოსწავლეს საგანი რომ შეაყვარო, აუცილებელია...
- შენი საქციელით და დამოკიდებულებით, პიროვნულად უნდა შეაყვარო თავი.
- მოსწავლეებს ხშირად ვურჩევ...
- ნუ შეეშინდებათ სირთულის, დაუძლეველი არაფერია.
- სიახლე, რომლის დანერგვასაც განათლების სისტემაში ვისურვებდი...
- საფეხურის დასაძლევი გამოცდების ჩატარებას.
- როდესაც მასწავლებლობას ვიწყებდი, ვერ წარმოვიდგენდი რომ...
- ასე შემიყვარდებოდა სკოლა, ბავშვები
- პროფესიული განვითარებისთვის საჭიროა...
- სისტემატიურად გავეცნოთ დამხმარე ლიტერატურას, დავესწროთ ვებინარებს, ტრენინგებს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.