სიახლეები
პიროვნება

„მასწავლებლისთვის წარმატება არის პროფესიული განვითარება“ - ბაისუბნის საჯარო სკოლის დირექტორი ზაზა მუმლაძე
10-10-2023
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბნის საჯარო სკოლის დირექტორი ზაზა მუმლაძე თავისი საქმის პროფესიონალი, კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებული ხელმძღვანელია. ბავშვებს საჭირო და გასათვალისწინებელ რჩევებს ხშირად აძლევს, რომლებიც მათ ცხოვრებაში აუცილებლად გამოადგებათ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისება, რომელიც მისი აზრით ადამიანებს უნდა ჰქონდეთ არის პასუხისმგებლობის გრძნობა. აღნიშნული თვისებით თავადაც გამოირჩევა და მოსწავლეებსაც ყოველთვის ამას მოუწოდებს. etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სკოლის დირექტორი ზაზა მუმლაძე პასუხობს.

- მიმდინარე სასწავლო წელს მაქვს მოლოდინი...
- რომ ახალი სასწავლო წელი იქნება ახალი გამოწვევებით და სიახლეებით დატვირთული.

- მასწავლებლისთვის წარმატება არის...
- პროფესიული განვითარება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში და ფიქრი განვითარებაზე.

- მოსწავლეს საგანი რომ შეაყვარო, აუცილებელია...
- პირველ რიგში პროფესიონალიზმი, ბავშვის დაინტერესება და კლასგარეშე აქტივობები.

- მოსწავლეებს ხშირად ვურჩევ...
- მეტი წიგნის კითხვას, განტვირთვას, პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლებას.

- სიახლე, რომლის დანერგვასაც განათლების სისტემაში ვისურვებდი...
- განათლების სისტემაში ვისურვებდი უფრო მეტად განათლებულ თაობას.

- როდესაც მასწავლებლობას ვიწყებდი, ვერ წარმოვიდგენდი რომ...
- ასეთი რთული იქნებოდა მასწავლებლობა, მაგრამ როცა გადალახავ სირთულეებს და მიაღწევ სასურველ შედეგს სირთულეები ქრება.

- პროფესიული განვითარებისთვის საჭიროა...
- მოტივაცია, სურვილი, ჩართულობა... 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება