მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული 14 წლის გოგოს საქმეზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ისაუბრა.
მისი თქმით, არასრულწლოვნის მკვლელობასთან დაკავშირებით, გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიებისა, სკოლაში შიდა მოკვლევაც მიმდინარეობს.
„მე არ ვარ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი. იცით, რომ საქმე აღძრულია და გამოძიება მიმდინარეობს. მიმდინარეობს ასევე შიდა მოკვლევა და მე გარწმუნებთ, თუ სკოლების კუთხით რაიმე დარღვევა, გადაცდომა გამოიკვეთება სამინისტროს მხრიდან უმკაცრესი რეაგირება იქნება ნებისმიერ ადამიანთან მიმართებაში, ვინც იმ სკოლაში მუშაობს. ჩვენ სპეციალურად გვაქვს შექმნილი მანდატურის სამსახური, რომელიც მუდმივ რეჟიმში მუშაობს ასეთი ფაქტების პრევენციების მხრივ, ამიტომ მიმდინარეობს შესწავლა. გარკვეული დრო დაგვჭირდება, არა ბევრი და საზოგადოებას ჩვენ დეტალურად მივაწოდებთ ინფორმაციას, თუმცა სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, თუ ოდნავ მაინც რაიმე ფაქტზე გამოვლინდება რაიმე სახის გადაცდომა, კანონდარღვევა, უმოქმედობა, სამინისტრო იქნება ძალიან მკაცრი,“ - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
კახეთში 14 წლის გოგო ქმარმა მოკლა
პოლიციამ საგარეჯოში, 14 წლის ცოლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე 27 წლის ძებნილი მამაკაცი დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამასთან, მათივე ინფორმაციით, 14 წლის გოგონას მიმართ განხორციელებული შესაძლო ქორწინების იძულების ფაქტზე ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება მიმდინარეობს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანება
ბაღის აღმზრდელები, მასწავლებლები და მოსწავლეები ჯილდოს ან საპატიო წოდებას მიიღებენ - რა წერია მუნიციპალურ ბიუჯეტში
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა