სიახლეები
სიახლეები

ხელფასი 1500 ლარი გახდა - საქსტატი
22-10-2023
-
+


„საქსტატის“ მონაცემების თანახმად, 2022 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 18.3 პროცენტით (238.5 ლარით) გაიზარდა და 1 543.0 ლარი შეადგინა.

სტატისტიკის მიხედვითვე, 2022 წელს წინა წელთან შედარებით ხელფასების ზრდა ყველა სექტორში დაფიქსირდა.

საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი იყო შემდეგ დარგებში: ინფორმაცია და კომუნიკაცია - 3 033.4 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 49.4 პროცენტით); საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 2 730.0 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 15.3 პროცენტით); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 2 285.0 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 10.1 პროცენტით).

2022 წელს სახელმწიფო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 389.5 ლარით ნაკლები იყო არასახელმწიფო სექტორში დაქირავებულებთან შედარებით. ამასთან, 2021 წელთან შედარებით სახელმწიფო სექტორში ხელფასი 15.1 პროცენტით, ხოლო არასახელმწიფო სექტორში 18.9 პროცენტით გაიზარდა და შესაბამისად 1 285.6 და 1 675.1 ლარი შეადგინა.

2022 წელს დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი სამეწარმეო (ბიზნეს) სექტორში 258.3 ლარით (19.2%) გაიზარდა და 1 605.9 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია და კომუნიკაციის (3 113.8 ლარი, წინა წელთან შედარებით გაიზარდა 52.2 პროცენტით), ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2 601.7 ლარი, წინა წელთან შედარებით გაზრდილია 10.9 პროცენტით) დარგში ფიქსირდება.

2022 წელს არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასულ წელთან შედარებით გაზრდილია 195.5 ლარით (15.9%) და 1 423.5 ლარს შეადგენს. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სფეროში დასაქმებულებს.

საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს თბილისი და მცხეთა-მთიანეთის რეგიონი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„თუკი აბიტურიენტები განაცხადს/დოკუმენტს არ წარმოადგენენ შესაბამის ვადებში, ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას ერთიან ეროვნულ გამოცდებში“

წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატი

ბაღებში აღრიცხვის ელექტრონული სისტემის დამონტაჟება სექტემბრიდან დაიწყება

პიროვნება

„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...

 

„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე
სკოლები
ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებლის - ლამზირა ონიანის ინიციატივით, დეხვირის საჯარო სკოლა აქტიურად ჩაერთო დედამიწის დღისადმი მიძღვნილ კვირეულში
 

ატარებმა სხვადასხვა პერსონაჟის როლიც მოირგეს და წითელ ხალიჩაზეც თავდაჯერებულებმა გაიარეს

საინტერესო

წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატი

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება