მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N107 საჯარო სკოლის პედაგოგი ლია ბურჯანაძე პროფესიაზე შეყვარებული პიროვნებაა. მისთვის მნიშვნელოვანია მოსწავლე საგნით დააინტერესოს და სწავლის წყურვილი გაუღვივოს, ამისთვის კი ბევრს შრომობს - თავადაც ბავშვებთან ერთად, ყოველდღიურად ცოდნას იმდიდრებს. კოლეგებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან მეგობრული, თანამშრომლობითი ურთიერთობა აქვს, რაც სურს, რომ მიმდინარე სასწავლო წელს უფრო გაღვივდეს. etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს პედაგოგი ლია ბურჯანაძე პასუხობს.
- მიმდინარე სასწავლო წელს მაქვს მოლოდინი...
- მიმდინარე სასწავლო წელს მაქვს მოლოდინი, რომ ვიქნები უფრო წარმატებული. მოლოდინის რეალობად გადაქცევაში დამეხმარება თანამშრომლობითი და მეგობრული გარემოს შექმნა მოსწავლეებთან, კოლეგებთან, მშობლებთან. უფრო მეტს ვიზრუნებ თვითგანვითარებასა და პროფესიულ განვითარებაზე.
- მასწავლებლისთვის წარმატება არის...
- თუნდაც ერთი წარმატებული მოსწავლე და მადლიერი საზოგადოება.
- მოსწავლეს საგანი რომ შეაყვარო, აუცილებელია...
- თავად მასწავლებელს უყვარდეს თავისი პროფესია და ყოველი შესასწავლი საკითხის მიმართ მოსწავლეებთან გამოხატოს თავისი განცდა, დამოკიდებულება.
- მოსწავლეებს ხშირად ვურჩევ...
- იყვნენ უფრო მიზანდასახულები, ტოლერანტები, პასუხისმგებლობით აღსავსე თავიანთ მომავალ პროფესიაში. ხშირად დამისვან შეკითხვა: „რატომ?“ წინააღმდეგ შემთხვევაში კონფუცივით შევეკითხები: „რატომ უნდა გასწავლოთ?/ნახევრად ხუმრობით/
- სიახლე, რომლის დანერგვასაც განათლების სისტემაში ვისურვებდი...
- პროფესიული განათლების მიმართ უფრო მეტი ხელშემწყობი გარემო.
- როდესაც მასწავლებლობას ვიწყებდი, ვერ წარმოვიდგენდი რომ...
- ასე ძალიან შემიყვარდებოდა სიტყვა „მასწავლებელი“ მოკლე დროში ასეთ სიყვარულს დავიმსახურებდი მოსწავლეების მხრიდან და მათთვის „ჩემი ლია მასწავლებელი“ გავხდებოდი.
- პროფესიული განვითარებისთვის საჭიროა...
- მასწავლებელი „გაიზარდოს“ მოსწავლესთან ერთად. აუცილებელია სკოლის მხრიდან ხელშეწყობა და სხვა სკოლების გამოცდილების გაზიარება თანამშრომლობა მშობლებთან, კოლეგებთან, საზოგადოებაში სტერეოტიპის - „რას ასწავლიან სკოლაში“ მსხვრევა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.