სიახლეები
სკოლები

შუაგორას საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო ფერხულში ხალისითა და ენთუზიაზმით ჩაერთნენ
11-10-2023
-
+


ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაგორას საჯარო სკოლაში მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგებული გარემოა შექმნილი. აღსანიშნავია, რომ დირექცია და პედაგოგები ბავ​შვებს სწავლის მოტივაციას უმაღლებენ. ამჯერადაც, მათ განწყობაზე იზრუნეს და ახალ, 2023-2024 სასწავლო წელს საზეიმო გარემოში შეხვდნენ.


ბავშვებისთვის სასკოლო ოთახები პედაგოგებმა სადღესასწაულოდ მორთეს, რამაც მათ განწყობა კიდევ უფრო აუმაღლა.

ეს დღე განსაკუთრებით დასამახსოვრებელი და ამაღელვებელი პირველკლასელთათვის იყო. მათ სკოლაში მასწავლებლები დიდი სიყვარულით დახვდნენ.

სკოლის ეზოში კი ბავშვებმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს და საკლასო ოთახებისკენ მიაშურეს.

დირექციამ ახალი სასწავლო წლის დაწყება ყველას – მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს მიულოცა და  მშვიდობიანი და ნაყოფიერი სასწავლო დღეები უსურვა.

„განსაკუთრებით ვეფერებით და ვულოცავთ სასწავლო წლის დაწყებას ჩვენს პირველკლასელებს, რომლებმაც, პირველად შემოაღეს სკოლის კარი, რათა სრულყოფილი ცოდნა სწორედ აქ მიიღონ. მათ ვუსურვებ ამ ცოდნით, როცა დაფრთიანდებიან, ჩვენს ქვეყანას ემსახურონ და ღირსეული მამულიშვილობა გაუწიონ სამშობლოს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

გაეცანით ე.წ. უფასო ფაკულტეტების სიას - 2024-2025 სასწავლო წელი 

როდის ეცოდინებათ აბიტურიენტებს აპელაციის შედეგები? 
განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 2 აგვისტოს დაიწყება და 8 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

სტრატეგიის გეგმაში გაწეერილია სკოლებსა და ბაღებში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამა

პიროვნება
სკოლები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება