სიახლეები
პიროვნება

„ვისურვებდი, გრამატიკაში აკაკი შანიძის წიგნებით სწავლებას მეტი დრო დაეთმოს“ - ახოს საჯარო სკოლის დირექტორი ასლან ბერიძე
11-10-2023
-
+


ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოს საჯარო სკოლის დირექტორი ასლან ბერიძე ბავშვებს მათ ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებულ სასკოლო გარემოს სთავაზობს. ის თავის მოსწავლეებს ცოდნის ამაღლებისკენ უბიძგებს. აღსანიშნავია, რომ დირექტორი მონდომებითა და ახლის შეცნობის მუდმივი სურვილით ბავშვებისთვის მაგალითის მიმცემია. etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სკოლის ხელმძღვანელი ასლან ბერიძე პასუხობს

- მიმდინარე სასწავლო წელს მაქვს მოლოდინი...
- რომ ჩემი ჩატარებული ყოველი გაკვეთილი მოსწავლისთვის სიახლის, შემეცნების, ცოდნის დაუფლებისთვის იქნება გამიზნული.

- მასწავლებლისთვის წარმატება არის...
- მოსწავლის გააზრებული პასუხი, შემოქმედებითი უნარის განვითარება.

- მოსწავლეს საგანი რომ შეაყვარო, აუცილებელია...
- გაკვეთილი იყოს საინტერესო, კარგად და გასაგებად დაგეგმილი, ბავშვების ინტერესებსა და  შესაძლებლობებზე მორგებული.

- მოსწავლეებს ხშირად ვურჩევ...
- იკითხონ წიგნები და დაფიქრდნენ მთავარ სათქმელზე, რა გვასწავლა, რა გვირჩია, რა ემოცია დაგვიტოვა იგავმა, მოთხრობამ, ლექსმა.

- სიახლე, რომლის დანერგვასაც განათლების სისტემაში ვისურვებდი...
- ქართული ლიტერატურის პროგრამების გადახედვას, გასაგები და საინტერესო ნაწარმოების  შერჩევას. გრამატიკაში აკაკი შანიძის წიგნებით სწავლებას მეტი დრო რომ დაეთმოს.

- როდესაც მასწავლებლობას ვიწყებდი, ვერ წარმოვიდგენდი რომ...
- ამდენ ხანს ვიმუშავებდი და ყოველი ახალი სასწავლო წელი განსხვავებული იქნებოდა წინა წლისგან.

- პროფესიული განვითარებისთვის საჭიროა...
- კითხვა, კითხვა და კითხვა, მეთოდური მასალების გაცნობა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება