სიახლეები
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბაბის სწავლა საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს
11-10-2023
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა ის საგანმანათლებლო დაწესებულებაა, სადაც მოსწავლეთა წარმატებულ მომავალსა და მათ ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაზე ზრუნავენ. 

პროფესიონალი პედაგოგები უდიდეს ყურადღებას აქცევენ პირველკლასელებს - მოსწავლეებს, რომლებმაც სასკოლო ცხოვრება წელს დაიწყეს. სკოლაში, მრავალ საინტერესო ტრადიციასთან ერთად, განსაკუთრებულად აღნიშნავენ პირველკლასელების მშობლიურ ანბანთან შეხვედრის დღეს. ამისთვის დაწყებითი კლასის მასწავლებლები განსაკუთრებულად ემზადებიან. 

როგორც სკოლაში ამბობენ, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, მარი თაბაგარმა წინასწარ მოხატა სკოლის ერთ-ერთი კედელი, სადაც ზღაპრულ გმირებთან ერთად „დედა ენის“ სიმბოლოდ ქცეული ყვავილები ამოზარდა და უმშვენიერესი ქართული ასოებით, თვალსაჩინოდ წააწერა - „აი ია“ . 
 
მოსწავლეებმა სწავლა მონდომებით დაიწყეს, მათ სასკოლო საზოგადოება და მასწავლებელი მარი თაბაგარი წარმატებას უსურვებენ.

„ანბანის სამყაროში მოგზაურობით მათთვის ყველაზე საინტერესო თავგადასავლები დაიწყო. მარი თაბაგარი კი დიდი ემოციებით აღნიშნავდა: „მათ ანბანთან შესაგებებლად დიდი მომზადება არ დასჭირვებიათ. ერთად გაიხსენეს ფარნავაზ მეფე და ქართული დამწერლობის საუკუნოვანი ფესვები. ასომთავრულით მოხატულ ტილოს თვალი შეავლეს და მხედრული ანბანისაგან შედგენილი სიტყვები მთელი სიზუსტით დამარცვლეს. იაკობ გოგებაშვილის ღვაწლზე თავიანთი მოსაზრება დააფიქსირეს. მერე კი ლექსებიც გაიხსენეს და პატარა გვრიტის ამბავიც როლური თამაშით განასახიერეს. დასკვნაც თვითონვე გამოიტანეს, რომ „ძალა ერთობაშია" და „მეგობარი მეგობრის ხიდია".
როცა ტყუილის სწრაფად გამჟღავნებაზე მისი „მოკლე ფეხები“ გაიხსენეს, არც მეცხვარე ბიჭის ამბავი დაუტოვებიათ უყურადღებოდ: გართობის მიზნით, მგელი, მგელიო, თანასოფლელებს რომ ეხმიანებოდა და მგელის გამოჩენისას აღარავინ შეისმინა მისი ძახილი. ბიჭს საქციელი დაუწუნეს და ანდაზა შეახსენეს - „ტყუილის მთქმელს, მართალსაც აღარ დაუჯერებენო“. ენის გასატეხებისა და ანდაზების თქმაში ერთმანეთს ტოლი არ დაუდეს.
სახალისო აქტივობაზე კი წყვილებში ,,აი ია" გამოძერწეს და წაიკითხეს. ბეჯითობითა და მონდომებით ნამდვილად აჯობეს უსაყვარლეს პერსონაჟ ბომბორას, რომელსაც ჯერ მულტიპლიკაციური ფილმით გაეცვნენ, შემდეგ კი სკოლის ეზოში კედლიდან მომზირალს წინ ეზო მოუხატეს. ბომბორასთან ფოტოებიც გადაიღეს და საკლასო ოთახში დაბრუნებულებმა დიდი მონდომებით დაწერეს საკუთარ რვეულებში პირველი ასო - „ა“.
ანიდან ჰოემდე და იმის იქითაც, სულ წარმატებით გევლოთ, ჩვენო ფრთაშესხმულო მერცხლებო“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

გაეცანით ე.წ. უფასო ფაკულტეტების სიას - 2024-2025 სასწავლო წელი 

როდის ეცოდინებათ აბიტურიენტებს აპელაციის შედეგები? 
განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 2 აგვისტოს დაიწყება და 8 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

სტრატეგიის გეგმაში გაწეერილია სკოლებსა და ბაღებში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამა

პიროვნება
სკოლები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება