სიახლეები
სიახლეები

მოსწავლე იყო მასწავლებლის მხრიდან სექსუალური შევიწროვების მსხვერპლი - დირექტორი ცდილობდა, მშობელს პედაგოგზე საჩივარი არ დაეწერა
11-10-2023
-
+


პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ერთ-ერთი სკოლა სამართალდამრღვევად ცნო. საქმე მასწავლებლის მხრიდან, მოსწავლის სექსუალურ შევიწროებას ეხება.

მათი ცნობით, მოსწავლე შევიწროვების მსხვერპლი 2021-2023 წლებში იყო. არასრულწლოვანის მშობელმა კი სკოლას ამის შესახებ 2021 წლის აპრილში შეატყობინა. შევიწროება კი შემდეგ ქმედებებში გამოიხატებოდა:

  • გაკვეთილების დროს მხრებზე უკეთებდა მასაჟებს;
  • სკოლის საერთო სივრცეში თითქმის ყველა  შეხვედრის დროს, ეხუტებოდა მჭიდროდ;
  • თითქმის ყველა შეხვედრის დროს, წელზე ხვევდა ხელს;
  • თითქმის ყველა გაკვეთილზე, ეფერებოდა თავზე;
  • თითქმის ყველა გაკვეთილზე, ეხებოდა მხრებზე;
  • ეხებოდა ზურგზე და წრიულად უსვამდა ხელს თითქმის ყველა გაკვეთილზე;
  • თითქმის ყველა გაკვეთილზე, სხეულით უახლოვდებოდა ზედმეტად ახლო მანძილზე. 

PHR წერს, რომ თავდაპირველად ადმინისტრაცია შეეცადა, მშობელი დაერწმუნებინა, რომ მასწავლებლის ქცევა, მისი ხასიათიდან გამომდინარეობდა და „არ უნდა ენერვიულა". ამასთან, დირექტორი ცდილობდა, რომ ზეგავლენა მოეხდინა მშობელზე და დაერწმუნებინა, მასწავლებლის მიმართ საჩივარი არ არ დაეფიქსირებინა.

„ლიკა [სახელი შეცვლილია] ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეა. იგი 2021-2023 წლებში, მასწავლებლის მხრიდან იყო სექსუალური შევიწროების მსხვერპლი.
დირექტორმა მშობელს კითხვაც დაუსვა, რატომ გამორიცხავდა რომ შევიწროების შესახებ ნაამბობი ბავშვის ფანტაზიის ნაყოფი იყო. დირექტორის ზეწოლის მიუხედავად, დედამ წერილობით მიმართა სკოლას და მოითხოვა რეაგირება მასწავლებლის მხრიდან სექსუალური შევიწროების ფაქტზე.
სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მასწავლებლები, მშობლები და მოსწავლე, შესაბამისი კომპეტენციის გარეშე და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აწარმოა სექსუალური შევიწროვების გამოკვლევის საქმე და დაუშვა არაერთი შეცომა. შედეგად, სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა დაადგინა მასწავლებლის მხრიდან მხოლოდ ეთიკის წესების დარღვევა და მას გაფრთხილება გამოუცხადა“,- ვკითხულობთ ინფორმაციაში. 

სკოლის არაეფექტური რეაგირების გამო, 2023 წლის 17 აგვისტოს PHR-მა ბავშვის უფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართა. ორგანიზაციის ცნობით, სასამართლოში მტკიცებულებების წარდგენის მიზნით, მოსწავლის მშობელმა დისციპლინური კომიტეტის სხდომის აუდიო ოქმები მოითხოვა, თუმცა სკოლისგან უარი მიიღო.

„PHR-მა ბავშვის პერსონალურ მონაცემთა დარღვევის ფაქტზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს (შემდეგში- სამსახური) მიმართა.  ადვოკატები მიიჩნევდნენ, რომ სკოლამ ბავშვისთვის აუდიო ფაილების არგადაცემით დაარღვია მისი უფლება, გაეცნოს მის შესახებ ინფორმაციას. ამასთან დაარღვია მისი საპროცესო უფლებები, რაც ხელს უშლის სასამართლოსთვის მიმართვასა და საკუთარი უფლებების დაცვას.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა მიიჩნია, რომ სხვა პირების პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზანი ვერ გაამართლებს განმცხადებლისთვის მისი პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გადაცემაზე უარის თქმას. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სამართლიანი ბალანსის დაცვა განმცხადებლისა და მესამე პირების ინტერესებს შორის.
შესაბამისად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა  ამ წლის 15 აგვისტოს მიიჩნია, რომ სკოლამ დაარღვია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები, სკოლა მიიჩნია სამართალ დამრღვევად“,- წერია PHR-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დირექტორის მოადგილის თქმით, ალექსანდრეს პირად ნივთებს სანაპიროზე, ტელეფონის ლოკაციის საშუალებით მიაგნეს

არჩევითპასუხიანი დავალებების ნიმუშები და საგამოცდო დრო ცნობილია - NAEC

შემოდგომის სემესტრის მობილობა სტუდენტებისთვის 29 იანვრიდან დაიწყება - ინფორმაცია ვაკანტური ადგილებისა და გრანტის გადატანის შესახებ

სპეცმასწავლებლებისა და ასისტენტების საყურადღებოდ - ბოლო ორ კვირაში ახალი ვაკანსიები გამოცხადდა

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სასკოლო საზოგადოებას ღონისძიებით მიულოცეს ახალი წელი მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მოსწავლეთა ნახატები, ასევე მათ მიერ შესრულდა ხალხური ცეკვები, სიმღერები და საგალობლები




მოსწავლეებმა წარმოაჩინეს თუ რაოდენ მრავალფეროვანია შემოდგომა საქართველოში

მოსწავლეებმა საოცარი სამსახიობო ოსტატობით შეძლეს ჯადოსნური პერსონაჟების განსახიერება


საინტერესო

საახალწლო დეკორაციების დაშლა სკოლაში არის არა მხოლოდ ორგანიზაციული პროცესი, არამედ მნიშვნელოვანი სასწავლო გამოცდილება 

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

სიახლეები
საზოგადოება