მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პაატა რურუა აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლის წარმატებული დირექტორია, რომლიც მუდამ შედეგზეა ორიენტირებული, მიისწრაფის განვითარებისკენ და ცდილობს ჰყავდეს ბევრი წარჩინებული მოსწავლე.
როგორც თავად გვიყვება, ვერ წარმოიდგენდა, თუ მასწავლებლობა ამდენ გამოწვევასთან იყო დაკავშირებული, თუმცა დღეს არამარტო კარგი მასწავლებელი, არამედ წარმატებული სკოლის დირექტორიცაა. ის თამამად საუბრობს სამომავლო გეგმებზე და აღნიშნავს, რომ მოსწავლეებს უნდა გაეზარდოთ ვალდებულებები და დაიხვეწოს მათი უფლებები.
Etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს დირექტორ პაატა რურუასთან:
- მიმდინარე სასწავლო წელს მაქვს მოლოდინი...
- ყოველი ახალი სასწავლო წელი სიახლეების მომცველია, მოლოდინია ისეთი სიახლეების, რომელიც მოსწავლეთა ინტელექტუალური დონეს აამაღლებს.
- მასწავლებლისთვის წარმატება არის...
- წარმატებული მოსწავლეთა სიმრავლე და მათი ცნობიერების ამაღლება.
- მოსწავლეს საგანი რომ შეაყვარო, აუცილებელია...
- ჩაუტარდეს აკადემიურად მაღალი, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი გაკვეთილები. ასევე მნიშვნელოვანია მათი თავისუფალი დროის (არა საგაკვეთილო) სწორად წარმართვა.
- მოსწავლეებს ხშირად ვურჩევ...
- მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოიყენონ სასკოლო პროცესი და აიმაღლონ ინტელექტი.
- სიახლე, რომლის დანერგვასაც განათლების სისტემაში ვისურვებდი...
- გავუზარდოთ მოსწავლეებს ვალდებულებები და დაიხვეწოს მათი უფლებები.
- როდესაც მასწავლებლობას ვიწყებდი, ვერ წარმოვიდგენდი რომ...
- სასკოლო ცხოვრებაში წინააღმდეგობები იარსებებდა.
- პროფესიული განვითარებისთვის საჭიროა...
- სისტემური მუშაობა შედეგზე ორიენტირებული სწავლების მიმართულებით.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.