მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაიდნის საჯარო სკოლის დაწყებითების პედაგოგი ნინო მიქაძე პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული პიროვნებაა. ის სხვადასხვა ტრენინგსა და კონფერენციას ხშირად ესწრება და ახალ ინოვაციურ მიდგომებს ეცნობა. მის მიმართ მოსწავლეები და კოლეგები დიდი სიყვარულით არიან გამსჭვალულნი. მათ, პედაგოგი ერთხმად წარადგინეს კანდიდატად „მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე“. პედაგოგი მიიჩნევს, რომ მოსწავლეს პირველ რიგში, მასწავლებელმა საკუთარი თავი უნდა შეაყვაროს, შემდეგ საგნის მნიშვნელობა და საჭიროება გააცნოს, რაც მას წარმატებას მოუტანს. Etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს პედაგოგი ნინო მიქაძე პასუხობს.
- მიმდინარე სასწავლო წელს...
- მოლოდინი მაღალი მაქვს, უფრო მოტივირებული ვარ, მინდა დავნერგო ინოვაციები და განვახორციელო საინტერესო პროექტები სასკოლო საზოგადოების ჩართულობით.
- მასწავლებლისთვის წარმატება არის...
- თითოეული მოსწავლის წარმატება, რასაც სიამოვნებით ჩავთვლიდი ჩემი პროფესიის მთავარ მიღწევად, „მასწავლებელი, რომელიც მოსწავლისგან არ სწავლობს, მასწავლებლად არ გამოდგება’’. (შარლოტა ვოლფი).
- მოსწავლეს საგანი რომ შეაყვარო, აუცილებელია...
- ჯერ შენი თავი შეაყვარო და მერე დაანახო საგნის აუცილებლობა, თუ რამდენად გამოადგება იგი ცხოვრებაში.
- მოსწავლეებს ხშირად ვურჩევ...
- იყვნენ გულწრფელები, დაიცვან საზოგადოებაში არსებული ფასეულობები, მოუსმინონ, გაუფრთხილდნენ და მოეფერონ ერთმანეთს.
- სიახლე, რომლის დანერგვასაც განათლების სისტემაში ვისურვებდი...
- სკოლებში საატესტატო გამოცდების დაბრუნებას.
- როდესაც მასწავლებლობას ვიწყებდი, ვერ წარმოვიდგენდი...
- თუ ასე ძლიერ შემიყვარებდნენ ბავშვები, განსაკუთრებულ ნდობასა, პატივისცემას დავიმსახურებდი არა მარტო მოსწავლეებში, არამედ სრულიად სასკოლო საზოგადოების წევრებს შორის და პედაგოგიური კოლექტივი ერთხმად წარმადგენდა კანდიდატად „მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე“.
- პროფესიული განვითარებისთვის საჭიროა...
- მუდმივად მონაწილეობა მიიღო პროფესიული განვითარების აქტივობებში: ესწრებოდე ტრენინგებსა და კონფერენციებს, გაეცნო ინოვაციურ მიდგომებს და დანერგო საკუთარ პრაქტიკაში. ჩემი კრედოა - „თუ ბედავ სწავლებას, თავადაც არასდროს შეწყვიტო სწავლა“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.