მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საკლასო დავალებების შესრულებისას, ხშირია გადაწერის ფაქტები. რატომ არ ენდობიან მოსწავლეები საკუთარ უნარებს და როგორ უნდა შეეჩვიონ ისინი დამოუკიდებელ აზროვნებას?
მოსწავლეების უმეტესობას საკუთარი თავის რწმენა დაკარგული აქვს, ისინი ბეჯით და წარმატებულ თანაკლასელებს მეტად ენდობიან, ვიდრე თავიანთ შესაძლებლობებს. გადაწერის მთავარი მოტივი კი დავალების სწორად შესრულებაა.
ხშირად, მოსწავლეებს აშინებთ ცუდი ნიშანი, მასწავლებლის კრიტიკა და ამის თავიდან ასაცილებლად დამოუკიდებელ აზროვნებაზე წინ, იმ მოსწავლეების ნააზრევს აყენებს, რომლებიც ყოველთვის გამოირჩევიან კარგი სწავლით.
საინტერესოა, რისი გაკეთება შეუძლია მასწავლებელს იმისთვის, რომ შემცირდეს გადაწერის ფაქტები და მოსწავლეები მიეჩვიონ დამოუკიდებლად აზროვნებას? - საკლასო მუშაობისას, მასწავლებელს შეუძლია დავალება რამდენიმე ვარიანტად წარადგინოს კლასში და მოსწავლეები ისე გადაანაწილოს, რომ გვერდიგვერდ მსხდომ ბავშვებს სხვადსხვა ვარიანტი ჰქონდეთ, ამით მოსწავლეებს ნაკლები შანსი ექნება გადაწერის.
თუ მასწავლებელი ყურადღებას მოსწავლის აზრზე, მის მსჯელობაზე, საკითხის გააზრებაზე გააკეთებს და მოსწავლეებს ისეთ დავალებებს შესთავაზებს, რომლებიც ორიენტირებული იქნება მოსწავლის ინდივიდუალურ შეხედულებაზე, ისინი ვეღარ შეძლებენ გადაწერას და იძულებულები გახდებიან, თავიანთი მოსაზრებებით შეასრულონ დავალება. ეს არა მარტო გადაწერის პრობლემას მოაგვარებს, არამედ მოსწავლეებს მსჯელობას შეაჩვევს და მათ ძლიერ და სუსტ მხარეებს გამოკვეთს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.