მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზათის საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელი გულისა კიზირია მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლებისა და სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნების მიზნით, ყოველთვის საინტერესო აქტივობებით გაჯერებულ გაკვეთილებს სთავაზობს. მისთვის მნიშვნელოვანია ასევე ბავშვებთან მეგობრული ურთიერთობა. პედაგოგი მათ ყოველთვის შთააგონებს, იყვნენ შრომისმოყვარეები და სწავლას დიდი დრო დაუთმონ. etaloni-ge-ს ბლიც-კითხვებს პედაგოგი გულისა კიზირია პასუხობს.
- მიმდინარე სასწავლო წელს მაქვს მოლოდინი, რომ...
- ყველაფერი შეიცვლება უკეთესობისკენ მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის.
- მასწავლებლისთვის წარმატება არის...
- შედეგზე გაიყვანოს მოსწავლე და ჰყავდეს მეტი წარმატებული მოსწავლე.
- მოსწავლეს საგანი რომ შეაყვარო, აუცილებელია...
- იყო ხელოვანი და მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზო მოსწავლეებს.
- მოსწავლეებს ხშირად ვურჩევ...
- იყვნენ მეგობრულები და მეტი დრო დაუთმონ სწავლას, რადგან ეს დრო აღარ დაბრუნდება.
- სიახლე, რომლის დანერგვასაც განათლების სისტემაში ვისურვებდი...
- იყოს მეტი ყურადღება და დრო დაეთმოს მოსწავლის აკადემიურ მოსწრებას და არა ფურცლომანიას.
- როდესაც მასწავლებლობას ვიწყებდი, ვერ წარმოვიდგენდი რომ...
- ასეთი რთული იქნებოდა როგორც მოსწავლეებთან მუშაობა, ისე სტანდარტი.
- პროფესიული განვითარებისთვის საჭიროა...
- გამოცდილების გაზიარება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.