სიახლეები
სიახლეები

ადგილი, სადაც საკუთარი თავის რწმენასა და თავდაჯერებულობას იძენთ - KIU-ს „კიბერუსაფრთხოების ტრენინგს“ ევგენი ლეფსაია აფასებს
13-10-2023
-
+


პროექტს, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და USAID-ის საერთო დაფინანსებით მიმდინარეობს უკვე მრავალი კმაყოფილი და ამავდროულად ნიჭიერი მონაწილე ყავს. დღეს გაგაცნობთ „კიბერუსაფრთხოების“ ტრენინგ კურსის ერთ-ერთ მონაწილეს, ევგენი ლეფსაიას, რომელიც უკვე 11 წელია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მუშაობს, ახლა კი მის პოზიციას ტრენინგ-მენეჯმენტი წარმოადგენს. 

ადრეული ასაკიდან აერო სფეროს ინტერესმა და ტექნიკურმა განათლებამ ევგენის შესაძლებლობები მისცა, რომ არამხოლოდ ავიაციით შემოფარგლულიყო მისი ინტერესი, არამედ სხვა სფეროებითაც.

„მუდმივი სწავლა და თვითგანათლება ჩემი ცხოვრებისეული პრიორიტეტია და მე სულ ვცდილობ, ვისწავლო და ავითვისო რაიმე ახალი და საინტერესო“- გვეუბნება ევგენი.

როგორც თავად გვეუბნება, კიბერუსაფთხოების ტრენინგი განსაკუთრებით საინტერესო იყო, რადგან ის დიპლომირებული ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტია და კურსმა საშუალება მისცა, საინტერესო და ხარისხიანი თეორიული ცოდნა მიეღო ამ მხრივ. ევგენისთვის ასევე მამოტივირებელ ფაქტორად იქცა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსის ტერიტორიაზე ცხოვრების გამოცდილება, რომელსაც პროექტი სრულად აფინანსებს.

„ყველას ვურჩევ მონაწილეობა მიიღოს ამ ტრენინგ-კურსში. ეს მათთვის განსაკუთრებულად საინტერესო და სასიამოვნო გამოცდილება იქნება. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, მათ მეგობრული, სასიამოვნო გარემო დახვდებათ და  ნამდვილად ნაყოფიერად გაატარებენ დროს“,- გვიყვება მონაწილე.

ევგენი კიბერუსაფთხოების ტრენინგის საშუალებით შეძენილ მისთვის მნიშვნელოვან ახალი უნარ-ჩვევებზეც გვესაუბრა, გაიგო: თუ რა ტიპის  საფრთხეები არსებობს „კიბერსამყაროში“ და როგორ შეიძლება მათი გამოვლენა, თავის არიდება. ასევე, რა არის „სოციალური“ ინჟინერია, შეღწევადობის ტესტირება და ვინ არის „ეთიკური ჰაკერი“, მიიღო ინფორმაცია ამ სფეროში კარიერული განვითარების შესაძლებლობების შესახებ.

„აქ მიღებულმა ცოდნამ და გამოცდილებამ შემმატა საკუთარი თავის რწმენა და თავდაჯერებულობა კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის რისკებისა და საფრთხეების გამოვლენასა და გამკლავებაში“, - გვეუბნება ევგენ ლეფსაია.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ევგენი რამდენიმე წიგნის ავტორია, აქვს სტატიები დაწერილი ფინანსური განათლების კუთხით და სამოქალაქო ავიაციის საკითხებზე არაერთი ტრენინგ-კურსი ორგანიზებული.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) ტრენინგ კურსის - „კიბერუსაფრთხოების საფუძვლები“ განხორციელება სექტემბრის დასაწყისში დაიწყო, სადაც 80 მონაწილე შეირჩა. კურსი მოიცავს ისეთ თემებს, როგორებიცაა: ფიზიკური, ინფორმაციული და ვებუსაფრთხოება, წვდომის კონტროლი, შეღწევადობის ტესტირება, საფრთხეების ლანდშაფტი და სხვა. ტრენინგ კურსის დასრულების შემდეგ, KIU-ს სერტიფიკატის მისაღებად, მონაწილეებს გამოცდა ჩაუტარდებათ.

მაღალი დაინტერესების გამო, „კიბერუსაფრთხოების საფუძვლების“ საბაზისო ტრენინგ კურსი რამდენიმე ეტაპად ჩატარდება.

პროექტი დაფინანსებულია USAID-ის ხუთწლიანი პროგრამის - „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ფარგლებში და მიზნად ისახავს კიბერუსაფრთხოების დარგში კვალიფიციური და ეკონომიკურად კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალის მომზადებას. პროექტის ფარგლებში იგეგმება სამი სხვადასხვა დონის კურსის განხორციელება, რომელშიც 400 მონაწილე ჩაერთვება.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“  ბრძანება

მასწავლებელთა გამოცდებზე რეგისტრაციის ვადებთან დაკავშირებით NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ცნობილია ვინ ჩაუტარებს აღმზრდელ-პედაგოგებს ტრენინგებს - მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

ბაღის აღმზრდელები, მასწავლებლები და მოსწავლეები ჯილდოს ან საპატიო წოდებას მიიღებენ - რა წერია მუნიციპალურ ბიუჯეტში

ცნობილია, რომელ მასწავლებლებს მიენიჭებათ პრიორიტეტი

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

მოსწავლეებისთვის პროექტი სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება