სიახლეები
პიროვნება

„ვისურვებდი, უფრო მეტი ინოვაციური და კომბინირებული გაკვეთილები დაინერგოს სკოლაში“ - თბილისის N219 საჯარო სკოლის დირექტორი შალვა ხუციშვილი
12-10-2023
-
+


თბილისის N219 საჯარო სკოლის დირექტორი შალვა ხუციშვილი თავისი საქმის პროფესიონალია. მისთვის უმთავრესი მოსწავლისთვის ცოდნის მიცემა და მოტივაციის ამაღლებაა. უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ბავშვებთან მეგობრულ ურთიერთობას, რადგან ფიქრობს, რომ ასე მათ საგანს უფრო მარტივად შეაყვარებს. მიაჩნია, რომ მასწავლებელმა სისტემატიურად უნდა იზრუნოს პროფესიულ განვითარებაზე, ისწავლოს და ასწავლოს. ბავშვებისთვის რჩევებს არ იშურებს და მათ შრომისკენ მოუწოდებს. etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სკოლის ხელმძღვანელი შალვა ხუციშვილი პასუხობს.


- მიმდინარე სასწავლო წელს მაქვს მოლოდინი...

- 2022-2023 სასწავლო წელს ჩემი გამოსაშვები კლასის უმრავლესობამ წარმატებით ჩააბარა რესპუბლიკის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში სკოლის ცოდნით, მასწავლებელთა დაუღალავი შრომითა და მონდომებით.

- მიმდინარე სასწავლო წელს ვიმედოვნებ, რომ...
- წლევანდელ კურსდამთავრებულებს მოტივაცია უფრო აუმაღლდებათ, მიბაძონ შარშანდელ მე-12 კლასელებს, რათა გააუმჯობესონ სწავლა-სწავლების ხარისხი.

- მასწავლებლისთვის წარმატება არის...
- წარმატება არის შეძლოს საკუთარი პრაქტიკის რეფლექსია, გამოკვეთოს მიმართულებები, რომლებიც მას განავითარებს და განუსაზღვრავს პროფესიული განვითარების მიზნებს სასწავლო პროცესის დასახვეწად, მოსწავლეების აქტიური ჩართულობის გასაუმჯობესებლად. მასწავლებლის წარმატება ის კი არ არის, რომ მან სტატუსი აიმაღლოს. მოსწავლეების წარმატებაა უმთავრესი.

- მოსწავლეს საგანი რომ შეაყვარო, აუცილებელია...
- მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინება საქმიანი დამეგობრული კონტაქტის დამყარება, მკაფიო ხედვა მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგებული თვითნაკეთი ნამუშევრებითა და თამაშ-თამაშით სწავლება. პროექტების დანერგვა და მათი განხორციელება პრაქტიკაში.

- მოსწავლეებს ხშირად ვურჩევ...
- განახორციელონ თავიანთი ღირებულებები დაიმკვიდრონ თავი როგორც სკოლაში, ასევე თემში. პოპულარიზაცია გაუწიონ თავიანთ არჩეულ პროფესიას, რომელიც ხელს შეუწყობს სხვადასხვა დარგის განვითარებას.

- სიახლე, რომლის დანერგვასაც განათლების სისტემაში ვისურვებდი...
- რომ უფრო მეტი ინოვაციური და კომბინირებული გაკვეთილები დაინერგოს ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით და განზოგადდეს საჯაროდ.

- როდესაც მასწავლებლობას ვიწყებდი, ვერ წარმოვიდგენდი რომ...
- აღმოვჩნდებოდი დღევანდელი გამოწვევების წინაშე, მექნებოდა სახალხო აღიარება და მასწავლებლები წარმადგენდნენ სხვადასხვა ჯილდოზე, გავაბამდი ოქროს ძაფებს ჩემსა და მოსწავლეებს შორის.

- პროფესიული განვითარებისთვის საჭიროა...
- მასწავლებელმა სისტემატიურად იზრუნოს პროფესიულ განვითარებაზე, ისწავლოს და ასწავლოს, რათა წარმოაჩინოს თავისი საგანი. ასევე აუცილებელია, დააინტერესოს მოსწავლეები თავისი სპეციალობით, იმისთვის, რომ ახალგაზრდა პედაგოგებით დაკომპლექტდეს სკოლები, რადგან მოსწავლეები მჭიდრო კონტაქტს ამყარებენ ახალგაზრდა მასწავლებლებთან.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება