სპეციალური მასწავლებლის პორტფოლიოს საჭიროებები, თვითშეფასება და სამოქმედეო გეგმა - დოკუმენტი
14-10-2023
დაკოპირებულია
-
+
სპეციალური საგანმანათლებლო სჭიროებების მქონე (სსსმ) მოსწავლის სპეციალური მასწავლებლის პორტფოლიო, მოსწავლის სწავლის და სწავლების პროცესის თვალსაჩინოდ ამსახველი დოკუმენტური დოსიეა.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შექმნილია სპეციალური მასწავლებლის პორტფოლიო - ე.წ. გზამკვლევი სადაც დეტალურად არის განხილული პორტფოლიოს საჭიროება. ამასთან დოკუმენტი ერთგვარი გზამკვლევია სპეცმასწავლებლებისთვის.
როგორც სახელმძღვანელოში ვკითხულობთ, პრაქტიკა აჩვენებს, რომ მასწავლებელს სასწავლო წლის განმავლობაში ძალიან ბევრი წერითი სამუშაოს შესრულება უწევს, რაც ხშირად მათ უკმაყოფილებისა და პროტესტის გამომწვევი ხდება. სსსმ მოსწავლეებისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენისა და განხორციელების პროცესს მასწავლებლები განსაკუთრებულ გამოწვევად აღიქვამენ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ისინი აღიარებენ, რომ ინდივიდუალური სასწავლო გეგმა სსსმ მოსწავლეების სწავლების ოპტიმალური სტრატეგიების შერჩევასა და შემუშავებაში ეხმარებათ.