სიახლეები
პიროვნება

„პროფესიული განვითარებისთვის საჭიროა მუდმივად ეცნობოდე და პრაქტიკაში ნერგავდე სიახლეებს“ - თბილისის N219 სკოლის პედაგოგი მაია კუდუხოვი
12-10-2023
-
+


მაია კუდუხოვი თბილისის N219 საჯარო სკოლის, მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული პედაგოგია, მისი მთავარი მისია ჰყავდეს კრიტიკულად მოაზროვნე, ინტერესიანი და მოტივირებული მოსწავლეები, ამისთვის კი ძალისხმევას არ იშურებს. როგორც თავად გვიყვება მასწავლებლისთვის აუცილებელია, მუდმივად ეცნობოდეს და პრაქტიკაში ნერგავდეს სიახლეებს და, რაც მთავარია, არასდროს წყვეტდეს სწავლას. 

„მოსწავლე რომ აანთო, თავად უნდა ენთო“ - ეს ფრაზა მისი ცხოვრები მეგზური გახდა და დღეს, მოსწავლეებისთვის საყვარელი პედაგოგი და სკოლის წარმატებული მასწავლებელია. 

Etaloni.ge- გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ მაია კუდუხოვთან.

- მიმდინარე სასწავლო წელს მაქვს მოლოდინი...

- პროფესიული ზრდის, სიახლეების დანერგვის, ჩემი მოსწავლეების შედეგების გაუმჯობესების.

- მასწავლებლისთვის წარმატება არის...

- სწავლისთვის მოტივირებული, ინტერესიანი, კრიტიკულად მოაზროვნე მოსწავლე გაკვეთილზე.

- მოსწავლეს საგანი რომ შეაყვარო, აუცილებელია...

- თავად გიყვარდეს საგანი. „მოსწავლე რომ აანთო, თავად უნდა ენთო“

- მოსწავლეებს ხშირად ვურჩევ...

- არასდროს შეწყვიტონ სწავლა და პიროვნულ განვითარებაზე ზრუნვა.

- სიახლე, რომლის დანერგვასაც განათლების სისტემაში ვისურვებდი...

- ყველა სკოლა განვითარდეს ინფრასტრუქტურული და ტექნოლოგიური რესურსების კუთხით, ევროპული სტანდარტების შესაბამისად.

- როდესაც მასწავლებლობას ვიწყებდი, ვერ წარმოვიდგენდი რომ...

- მთელ ცხოვრებას სკოლაში გავატარებდი.

- პროფესიული განვითარებისთვის საჭიროა...

- მუდმივად ეცნობოდე და პრაქტიკაში ნერგავდე სიახლეებს, იკვლევდე და აუმჯობესებდე პრაქტიკას, არასდროს შეწყვიტო სწავლა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება