სიახლეები
პიროვნება

„პროფესიული განვითარებისთვის საჭიროა არ გაჩერდე“ - თბილისის N219 სკოლის პედაგოგი მარინე პეტრიაშვილი
13-10-2023
-
+


თბილისის N219 საჯარო სკოლის პედაგოგი მარინე პეტრიაშვილი კარიერულ წინსვლასა და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაზე ორიენტირებული პიროვნებაა. მას თავისი პროფესია ძალიან უყვარს, რაც ეხმარება საქმის სრულყოფილად და მონდომებით შესრულებაში. მოსწავლეებს მუდამ მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებულ გაკვეთილებს სთავაზობს და მათ განათლებაში დიდ შრომას დებს. პედაგოგისთვის ასევე მნიშვნელოვანია ბავშვებთან მეგობრული ურთიერთობა. როგორც თავად აღნიშნავს მოსწავლე მისთვის სულისა და გულის წამალია. etaloni-ge-ს ბლიც-კითხვებს პედაგოგი მარინე პეტრიაშვილი პასუხობს. 

- მიმდინარე სასწავლო წელს მაქვს მოლოდინი...
​- მეც და ჩემი მოსწავლეებიც უფრო აქტიურად ჩავერთოთ შემეცნებით პროექტებსა და ოლიმპიადებში. „ერთ კალამს, ერთ ბავშვს და ერთ მასწავლებელს შეუძლია შეცვალოს მსოფლიო“.

- მასწავლებლისთვის წარმატება არის...
- თავისი მოსწავლეების წინსვლა და მოტივაცია, მათი აქტიური ჩართულობა გაკვეთილზე.

- მოსწავლეს საგანი რომ შეაყვარო, აუცილებელია...
- თავად გიყვარდეს საგანი გაკვეთილი იყოს მოსწავლეებისთვის საინტერესო და სახალისო.

- მოსწავლეებს ხშირად ვურჩევ...
- რომ მოიქცნენ ისე, რომ ჩამოუყალიბდეთ ადამიანური ღირებულებები, რადგან ჩვენთვის პრიორიტეტული ადამიანობაა.

- სიახლე, რომლის დანერგვასაც განათლების სისტემაში ვისურვებდი...
- ყველა გაკვეთილზე მასწავლებელი სარგებლობდეს ისეთი თანამედროვე ტექნოლოგიური აღჭურვილობით, როგორიც ხელს შეუწყობს მოსწავლეების განვითარებას.

- როდესაც მასწავლებლობას ვიწყებდი, ვერ წარმოვიდგენდი რომ...
- დღეს ასეთი მეგობრული ურთიერთობა მექნებოდა მოსწავლეებთან და ასე ვეყვარებოდი მათ. მოსწავლე ჩემთვის სულისა და გულის წამალია.

- პროფესიული განვითარებისთვის საჭიროა...
- არ შეჩერდე, ერთ წერტილზე არ გაიყინო, სისტემატურად იკითხო, განვითარდე, გაეცნო სიახლეებს და დანერგო შენს პროფესიულ პრაქტიკაში.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება