სიახლეები
პიროვნება

„პროფესიული განვითარებისთვის საჭიროა, იყო თვითკრიტიკული, მოუსმინო მოსწავლეს, კოლეგას“ - თბილისის N142 სკოლის მენტორი მასწავლებელი ეკატერინე ტაბატაძე
12-10-2023
-
+


თბილისის N142 საჯარო სკოლის, ინგლისური ენის მენტორი მასწავლებელი ეკატერინე ტაბატაძე თავისი საქმის პროფესიონალი და წინსვლაზე ორიენტირებული პიროვნებაა. მოსწავლეებსაც მუდამ განვითარებისკენ მოუწოდებს, მათ მიმართ კეთილგანწყობით, პატივისცემითაა გამსჭვალული და სწავლის მოტივაციას უმაღლებს. მასწავლებლისთვის, ასევე, მნიშვნელოვანია როგორც ბავშვებთან, ასევე კოლეგებთან თანამშრომლობითი ურთიერთობები. აღსანიშნავია, რომ პედაგოგი, სკოლის დირექციის, პედაგოგიური საზოგადოების, მოსწავლეებისა და მშობლების მხარდაჭერით წარდგენილია მასწავლებლის ეროვნული პრემიის კანდიდატად. მისი შრომისმოყვარეობითა და პროფესიონალიზმით მოსწავლეთათვის მაგალითის მიმცემია. etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ინგლისური ენის მენტორი მასწავლებელი ეკატერინე ტაბატაძე პასუხობს.

- მიმდინარე სასწავლო წელს მაქვს მოლოდინი...
- მიმდინარე სასწავლო წელს, თბილისის N142 საჯარო სკოლის დირექციის, პედაგოგიური საზოგადოების, მოსწავლეებისა და მშობლების სრული მხარდაჭერით წარდგენილი ვარ კანდიდატად მასწავლებლის ეროვნული პრემიის მოსაპოვებლად და მაქვს წარმატების მოლოდინი.

- მასწავლებლისთვის წარმატება არის...
- მასწავლებლის წარმატების მაჩვენებელი ბევრი სხვადასხვა კრიტერიუმით განისაზღვრება. შესაბამისად, წარმატების უნიკალური ფორმულის შემუშავება ძალიან რთულია. უნარი, იყოს კარგი მსმენელი, წარმატებული მასწავლებელი უნდა იყოს ლიდერი, რომელიც შთააგონებს და მოტივაციას მისცემს მოსწავლეებს ძალდაუტანებლად, როგორც საქმის პროფესიონალი და მცოდნე. ამ ტიპის მასწავლებელმა კარგად იცის თავისი საგანი, მოსწავლეების  მიმართ კეთილგანწყობილია და პატივს სცემს მათ. იგი მოქმედებს საქმისადმი მაღალი სტანდარტებითა და მოლოდინებით, რასაც თან ერთვის უნარი, მოერგოს ყველა სიტუაციას და შეძლოს მოსწავლეების წახალისება და მხარდაჭერა. ასეთი მასწავლებელი ამხნევებს მოსწავლეებს და ამით აძლევს საშუალებას, მიაღწიონ მათთვის მანამდე წარმოუდგენელ შედეგებს. ამ ტიპის მასწავლებელს ჰყავს მოსწავლეები, რომლებიც წარმატებებს აღწევენ.

- მოსწავლეს საგანი რომ შეაყვარო, აუცილებელია...
- მოსწავლეს საგანი რომ შეაყვარო აუცილებელია სიყვარულით ვასწავლოთ, იყო ბუნებრივად კეთილგანწყობილი მათ მიმართ. გულწრფელობა, გახსნილობა უპირობოდ პოზიტიურად განაწყობს მოსწავლეს. ნამდვილი მასწავლებელი ყოველთვის ცდილობს, თავისი საგნის მეშვეობით აღძრას მოსწავლეში ფიქრი, აზროვნება, გააღვივოს ინტერესი, უნარები, რათა მოსწავლემ შეძლოს თავისი უნარების უკეთ გამომხატველი პროფესიის არჩევა.

- მოსწავლეებს ხშირად ვურჩევ...
- მოსწავლეებს ხშირად ვურჩევ იყვნენ ღია თანამშრომლობისთვის, იყვნენ სამართლიანები, არ მიაყენონ შეურაცხყოფა და არ დაამცირონ ადამიანები. იაზროვნონ პოზიტიურად, პოზიტიური აზროვნებით ისინი შეძლებენ შეცვალონ უკეთესობისკენ არსებული რეალობა.

- სიახლე, რომლის დანერგვასაც განათლების სისტემაში ვისურვებდი...
- სიახლე, რომლის დანერგვასაც განათლების სისტემაში ვისურვებდი, არის ის, რომ მოხდეს მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებაში მიღწეული წარმატებების გათვალისწინება სკოლის შემდგომ, იქნება საუნივერსიტეტო ცხოვრება თუ შრომითი ბაზარი...

- როდესაც მასწავლებლობას ვიწყებდი, ვერ წარმოვიდგენდი რომ...
- როდესაც მასწავლებლობას ვიწყებდი, ვერ წარმოვიდგენდი, რომ გაკვეთილები გასცდებოდა საკლასო ოთახის კედლებს და მათი ინიციატივით დავგეგმავდი სხვადასხვა თემის თუ საკითხის შესწავლას.

- პროფესიული განვითარებისთვის საჭიროა...
- პროფესიული განვითარებისთვის საჭიროა, იყო თვითკრიტიკული, მოუსმინო მოსწავლეს, კოლეგას, შეძლო ადეკვატურად რეაგირება მათ შეფასებასა თუ უკუკავშირზე. ითანამშრომლო მათთან, გაიზიარო გამოცდილება.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება