სიახლეები
სკოლები

„მასწავლებლისთვის წარმატება შრომის დანახვა და აღიარებაა“ -  თბილისის N119 სკოლის პედაგოგი ესმა სახამბერიძე
13-10-2023
-
+


ესმა სახამბერიძე თბილისის N119 საჯარო სკოლის მოტივირებული და წინსვლაზე ორიენტირებული პედაგოგია, რომელიც არასდროს უშინდება სიახლეებს და სასწავლო პროცესში, თამამად იყენებს თანამედროვე სწავლების სტრატეგიებს. პედაგოგი მოსწავლეებს, მათ ინტერესებზე მორგებულ საგაკვეთილო პროცესს სთავაზობს და ცდილობს, რომ მისი გაკვეთილი იყოს პროდუქტიული და დასამახსოვრებელი. 

პედაგოგი განათლების სისტემაში სიახლეების დანერგვაზეც საუბრობს და პროფესიული განვითარებისთვის საჭირო მნიშვნელოვან თვისებებს გამოყოფს. 

Etaloni.ge- გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ ესმა სახამბერიძესთან.

- მიმდინარე სასწავლო წელს მაქვს მოლოდინი...

- სწავლა-სწავლების პროცესი კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება. განვახორციელებ ყველა იმ დაგეგმილ ღონისძიებებს, რაც გაწერილი მაქვს მთელი წლის განმავლობაში.

- მასწავლებლისთვის წარმატება არის...

- შენი შრომის შედეგის დანახვა და აღიარება.

- მოსწავლეს საგანი რომ შეაყვარო, აუცილებელია...

- სწავლა გავხადოთ სახალისო. შევარჩიოთ მოსწავლეებისთვის  საინტერესო თემები, განვახორციელოთ სხვადასხვა აქტივობები. (გავმართოთ დისკუსიები, მოვაწყოთ როლური თამაშები, თავად მოსწავლე გავხადოთ სწავლის პროცესის აქტიური მონაწილე).

- მოსწავლეებს ხშირად ვურჩევ...

- იყვნენ მეგობრულები, იკითხონ წიგნები და არასოდეს შეეშინდეთ სირთულეების წარმატებისკენ მიმავალ გზაზე.

- სიახლე, რომლის დანერგვასაც განათლების სისტემაში ვისურვებდი...

- რელიგიას დავაბრუნებდი სკოლებში. დავნერგავდი საფეხურიდან საფეხურზე გადამსვლელ გამოცდებს. გავაუქმებდი მეთორმეტე კლასს.

- როდესაც მასწავლებლობას ვიწყებდი, ვერ წარმოვიდგენდი რომ...

- ეს პროფესია კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი იქნებოდა.

- პროფესიული განვითარებისთვის საჭიროა...

- მუდმივად იზრუნო პროფესიულ განვითარებაზე, იყო მოტივირებული და გამოიყენო თანამედროვე სწავლების სტრატეგიები.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

გაეცანით ე.წ. უფასო ფაკულტეტების სიას - 2024-2025 სასწავლო წელი 

როდის ეცოდინებათ აბიტურიენტებს აპელაციის შედეგები? 
განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 2 აგვისტოს დაიწყება და 8 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

სტრატეგიის გეგმაში გაწეერილია სკოლებსა და ბაღებში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამა

პიროვნება
სკოლები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება