სიახლეები
სკოლები

„პროფესიული განვითარებისთვის საჭიროა ვისწავლოთ, რათა შემდგომ ვასწავლოთ“ - თბილისის N119 სკოლის საქმისმწარმოებელი ნინო ალბუთაშვილი
13-10-2023
-
+


თბილისის N119 საჯარო სკოლის სსსმ მოსწავლის ინდივიდუალური ასისტენტის/საქმისმწარმოებლის - ნინო ალბუთაშვილისთვის მოსწავლეების სიყვარული უმნიშვნელოვანესია. ის, ბავშვებს ხშირად ურჩევს, გააცნობიერონ უმთავრესი ღირებულებები, უერთგულონ მათ და აირჩიონ საქმე, რომლის კეთებაც გააბედნიერებთ. თავადაც საქმეზე შეყვარებულია, რაც მას მოტივაციას კიდევ უფრო უმაღლებს - მეტი ცოდნა გასცეს და თავადაც კიდევ უფრო განვითარდეს. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სკოლის სსსმ მოსწავლის ინდივიდუალური ასისტენტი/საქმისმწარმოებელი ნინო ალბუთაშვილი პასუხობს.

- მიმდინარე სასწავლო წელს მაქვს მოლოდინი... 
- მხოლოდ საუკეთესოს მოლოდინი მაქვს.

- მასწავლებლისთვის წარმატება არის...
- მასწავლებლისთვის უდიდესი წარმატება მოსწავლეების წარმატება და მათი სიყვარულის დამსახურებაა.

- მოსწავლეს საგანი რომ შეაყვარო, აუცილებელია...
- სიყვარული პროფესიისადმი და ბავშვების მიმართ, ძალიან მნიშვნელოვანია. აუცილებელია თითოეულ მოსწავლეში დაინახო პოტენციალი, შეაყვარო საგანი და ხელი შეუწყო წინსვლაში.

- მოსწავლეებს ხშირად ვურჩევ...
- გააცნობიერონ უმთავრესი ღირებულებები და მათი ერთგულება, მომავალ პროფესიად აირჩიონ ის საქმე, რომლის კეთებაც სიამოვნებას ანიჭებთ.

- სიახლე, რომლის დანერგვასაც განათლების სისტემაში ვისურვებდი...
- საბაზო და საშუალო საფეხურის დასაძლევი გამოცდების ჩატარებას

- როდესაც მასწავლებლობას ვიწყებდი, ვერ წარმოვიდგენდი რომ...
- ასე შემიყვარდებოდა სკოლა/ბავშვები.

- პროფესიული განვითარებისთვის საჭიროა...
- ვისწავლოთ, რათა შემდგომ ვასწავლოთ.

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

გაეცანით ე.წ. უფასო ფაკულტეტების სიას - 2024-2025 სასწავლო წელი 

როდის ეცოდინებათ აბიტურიენტებს აპელაციის შედეგები? 
განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 2 აგვისტოს დაიწყება და 8 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

სტრატეგიის გეგმაში გაწეერილია სკოლებსა და ბაღებში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამა

პიროვნება
სკოლები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება