სიახლეები
სკოლები

თბილისის N103 საჯარო სკოლაში სომხეთის ელჩს უმასპინძლეს
13-10-2023
-
+


თბილისის N103 საჯარო სკოლაში საპატიო სტუმრებს უმასპინძლეს. 

10 ოქტომბერს, თბილისის N103 საჯარო სკოლას ესტუმრნენ სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშოტ სმბატიანი, საელჩოს მესამე მდივანი არაიკ ჰაირაპეტიანი, საელჩოს საქმისმწარმოებელი გაიანე ბოსტანჯიანი, ისანი-სამგორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მეგი როსტიაშვილ-წიკლაური, გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორი ვან ბაიბურთი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაქართულენოვანი სკოლების მხარდამჭერი სპეციალისტი კარინე მანუკიანი.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ელჩმა დაათვალიერა სომხური სექტორის კლასები, გაესაუბრა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, იმყოფებოდა ბიბლიოთეკაში და სპორტულ დარბაზში.

„ელჩმა კმაყოფილება გამოთქვა იმ პირობებით, რომელშიც უწევთ სომხური სექტორის მოსწავლეებს განათლების მიღება, შესთავაზა ერევნის იმ სკოლასთან დამეგობრებაში ხელშეწყობა, რომელშიც ისწავლება ქართული ენა, სკოლას საჩუქრად გადასცა სომხური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოები, მადლობა გადაუხადა სკოლის დირექტორს, ბატონ არჩილ ჩხაიძეს და გამოხატა სკოლასთან თანამშრომლობითი ურთიერთობის გაგრძელების სურვილი და მზაობა“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

გაეცანით ე.წ. უფასო ფაკულტეტების სიას - 2024-2025 სასწავლო წელი 

როდის ეცოდინებათ აბიტურიენტებს აპელაციის შედეგები? 
განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 2 აგვისტოს დაიწყება და 8 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

სტრატეგიის გეგმაში გაწეერილია სკოლებსა და ბაღებში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამა

პიროვნება
სკოლები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება