TOP ნიუსი
სიახლეები
პიროვნება

„აუცილებლად მიმაჩნია შრომითი სწავლების აღდგენა, სადაც გათვალისწინებული იქნება კუთხეების თავისებურებები“- იყალთოს სკოლის დირექტორი ნოდარ ბერძენაშვილი
13-10-2023
-
+


თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საჯარო სკოლის დირექტორი - ნოდარ ბერძენაშვილი მუდამ წინსვლისა და განვითარებისკენ მიისწრაფვის, მისთვის პროფესიული პასუხისმგებლობაა აღზარდოს პატრიოტი, ზნეობრივი, განათლებული და ერუდირებული ახალგაზრდები. ის არ უშინდება სიახლეებს, მისთვის უმთავრესია განათლებული საზოგადოების ფორმირებაში თავისი წვლილი შეიტანოს - სწორედ ეს აქცევს მას წარმატებული სკოლის ხელმძღვანელად. 

Etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს დირექტორი ნოდარ ბერძენაშვილთან: 

- მიმდინარე სასწავლო წელს მაქვს მოლოდინი...

- მოხდება სკოლის რეაბილიტაცია და სკოლაში შეიქმნება სასწავლო პროცესისათვის კარგი გარემო. 

- მასწავლებლისთვის წარმატება არის...

- მისი მოსწავლეები გაიზარდონ ზნეობრივი ადამიანები, წარმატებულები ცხოვრებაში და პატრიოტები.

- მოსწავლეს საგანი რომ შეაყვარო, აუცილებელია...

- მოსწავლე დაარწმუნო თავის შესაძლებლობებში, გააცნო წარმატებული ადამიანები მიახვედროს მოსწავლე, რომ პირადი მიზნების მისაღწევად საგანი სჭირდება, აუმაღლოს მოტივაცია და სხვა.

- მოსწავლეებს ხშირად ვურჩევ...

- დრო უქმად არ დაკარგონ, შეძლების მიხედვით ისწავლონ, დაეუფლონ რაიმე ხელობას, რათა ცხოვრებაში წარმატებულები იყვნენ, თუმცა სკოლა არ აძლევს საშუალებას შრომითი სწავლების მიმართულებით რაიმე შეასწავლოს.

- სიახლე, რომლის დანერგვასაც განათლების სისტემაში ვისურვებდი...

- შეიცვალოს ეროვნული სასწავლო პროგრამები, დაფინანსების სისტემა და ამაღლდეს უმაღლეს სასწავლებელში მისაღები ბარიერები ცალკეულ საგანში.

- როდესაც მასწავლებლობას ვიწყებდი, ვერ წარმოვიდგენდი რომ...

- სკოლაში აღარ იქნებოდა ცალკე საგნებად გეომეტრია, გრამატიკა, ხაზვა, ასტრონომია, შრომითი სწავლება და სხვა.

- პროფესიული განვითარებისთვის საჭიროა...

- სკოლაში საბაზო საფეხურიდან იყოს, რაიმე ხელობის სწავლება შემოღებული, ეს საშუალებას მისცემს დაეუფლოს რაიმე პროფესიას და ოჯახის შენახვა გაუადვილდეს. აუცილებლად მიმაჩნია შრომითი სწავლების აღდგენა, სადაც გათვალისწინებული იქნება საქართველოს ცალკეული კუთხეების თავისებურებები.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება