სიახლეები
სკოლები

„წარსული ჩემი სიამაყეა“ - თბილისის N119 სკოლის მოსწავლე-მასწავლებელთა ფასეული პროექტი და თავდაუზოგავი შრომისთვის დაჯილდოებული ახალგაზრდები
13-10-2023
-
+


თბილისის N119 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემეცნებით და კულტურულ განვითარებას, პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებასა და სასკოლო საზოგადოებაში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ღირებულებების ფორმირებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

ამის ნათელი მაგალითია მასშტაბური პროექტი - „წარსული ჩემი სიამაყეა“, რომელმაც სამარადისო ადგილი დაიკავა სკოლის მატიანეში. პროექტი 2022-2023 სასწავლო წლის მანძილზე გაგრძელდა და არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა მოიცვა, მათ შორის, განსაკუთრებით აღსანიშნავია მიტოვებული ობელისკის აღდგენა. 

ინიციატივა,სამოქალაქო განათლების მასწავლებლის - მაია მუშკუდიანის, ბიოლოგიის პედაგოგ ხათუნა კოჭლამაზაშვილისა და მათემატიკის მასწავლებელ ლელა ლომსაძის ხელმძღვანელობით განხორციელდა. 

ღირებული საქმე სრულიად სასკოლო საზოგადოების, განსაკუთრებით X, X, XI კლასის მოსწავლეების თავდაუზოგავი შრომის, მშობლების მხარდაჭერის, დირექციის ხელშეწყობისა და მასწავლებლების მიზანდასახულობის შედეგია. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა ჯერ დაასუფთავეს დავიწყებას მიცემული ტერიტორია, შემდეგ სამშენებლო მასალები თავიანთი რესურსებით მოიძიეს და ძეგლის რესტავრაციას შეუდგნენ, სარემონტო სამუშაოებიც თავად შეასრულეს. 

ბიოლოგიის მასწავლებლის დახმარებით, მოსწავლეებმა გამოიყვანეს მრავალფეროვანი ყვავილები, ნერგები მუნიციპალიტეტს სთხოვეს, რომლებიც თავიანთი ხელით დარგეს და ასე შეამკეს მემორიალი.

აღდგენითი სამუშაოების შემდეგ, მოსწავლეებმა მემორიალს გაუკეთეს წარწერა - „დიდება გმირებს“. 

Etaloni.ge-ს პროექტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, მასწავლებელი - მაია მუშკუდიანი ესაუბრა, რომელიც ამაყია მოსწავლეებით და ბედნიერია, რომ მათი სახით, ქვეყანას სასახელო მამულიშვილები ეზრდება. 

„დავგეგმეთ პროექტი, რომელშიც მოსწავლეები დიდი სიამოვნებით ჩაერთნენ. მოვიძიეთ ინფორმაციები, შემდეგ პრეზენტაციები ჩავატარეთ და წლის ბოლოსთვის გადავწყვიტეთ 50 წლის წინანდელი, ცუდ მდგომარეობაში მყოფი მემორიალის აღდგენა. მშობლების დახმარებით, გავლესეთ, შევალამაზეთ, გავასუფთავეთ ტერიტორია დავრგეთ ხეები და ყვავილები. ქვის ქარხანის დახმარებით, სრულიად უფასოდ, მემორიალზე გავაკეთეთ წარწერა - „დიდება გმირებს“. 

ბავშვები აღფრთოვანებულები იყვნენ, მადლობა გადაგვიხადეს მშობლებმა ამ ღირებული საქმისთვის.  აღსანიშავია, რომ ბავშვებმა გაიზრეს მემკვიდრეობის არსი და წინაპრების ღირებულებები. 

ვერც კი წარმოვიდგენდი თუ მოსწავლეებს ეცოდინებოდათ ლესვა, თავიანთი ხელებით აღადგინეს მემორიალი. ბიოლოგიის მასწავლებელთან ერთად გაალამაზეს გარემო. მოსწავლეებმა ის უნარები გამოიმუშავეს, რაც აუცილებლად გამოადგებათ ცხოვრებაში, მათ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა აიმაღლეს. ისინი გახდნენ მაგალითი სხვებისთვის. ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთი სტანდარტია კულტურული მემკვიდრეობა და ამის მიხედვით ყველა შედეგზე გავედით. მე ვამაყობ ბავშვებით და რაც მთავარია, თავად ბავშვები ამაყობენ თავიანთი შედეგით, აღნიშნეს კიდეც, რომ შეუძლებელი არაფერია და გაიაზრეს, რომ მთავარი მიზნის დასახვა და მისკენ სწრაფვაა. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მოსწავლეებმა ისწავლონ მუშაობა! მიხარია და ამაყი ვარ იმ ფაქტით, რომ ძალიან კარგი მომავალი გვეზრდება“, - აღნიშნავს პედაგოგი.

ღირებული საქმისთვის,  X,XXI კლასის მოსწავლეები საზეიმოდ, სიგელებით  დააჯილდოვა სკოლის დირექტორმა - გულნაზ ლაზვიაშვილმა

დირექტორი Etaloni.ge-ს პროექტის მნიშვნელობაზე, მისი მიმდინარეობის პროცესსა და სასკოლო საზოგადოების თავდაუზოგავ შრომაზე ესაუბრა. 

„პროექტში თითქმის ყველა კლასი ჩაერთო. თითქმის ყველა კლასში ჩატარდა საინტერესო აქტივობები, დაწყებით კლასებში შემოდგომასთან დაკავშირებით მრავალფეროვანი ღონისძიებები მოეწყო, სადაც ხაზი გაესვა ქართულ კულტურასა და ტრადიციებს. მაღალი კლასის მოსწავლეებმა „ქეთო და კოტედან“ წარმოადგინეს საინტერესო სცენა. აღსანიშნავია, რომ ზოგი კლასი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსაც სტუმრობდა. განსაკუთრებით, რაც მინდა გამოვყო ძველი მემორიალის აღდგენაა, რომელიც სამოქალაქო განათლების მასწავლებლის - მაია მუშკუდიანის, ბიოლოგიის მასწავლებლის - ხათუნა კოჭლამაზაშვილის და მათემატიკის მასწავლებლის- ლელა ლომსაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა. 

სკოლის უკან, სამამულო ომის ვეტერანებისადმი მიძღვნილი მემორიალი იყო, ფუნქციადაკარგული და განადგურებული, მე-10, მე-11 და მე-9 კლასის მოსწავლეების, პედაგოგების, მშობლებისა და სრულიად სასკოლო საზოგადოების, დიდი შრომის ფასად კი, დღეს აღდგენილია.

„დიდება გმირებს“ - ეს წარწერა ამშვენებს მემორიალს. 

მინდა აღვნიშნო, რომ პროექტებით სწავლა უმნიშვნელოვანესია. მოსწავლეებს აქვთ შეგრძნება, რომ ღირებულ საქმეს აკეთებენ. ჩემი ამდენწლიანი მოღვაწეობის მანძილზე, სკოლაში ასეთი ერთიანი სულისკვეთება და გაერთიანებული მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები არ მახსოვს.

აუცილებლად მინდა გამოვყო პედაგოგები, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში. ესენია: მ.მუშკუდიანი, ხ.კოჭლამაზაშვილი, ლ.ლომსაძე, ზ.დვალი, გ.ლაზვიაშვილი, ბ.გურგენიძე, შ.ჭელიძე, ნ.მასხულია, რ.რურუა, თ.ქვათაძე, ნ.მაისურაძე, მ.პაიჭაშვილი, ნ.ბუჟგულაშვილი, ი.სამხარაძე, ნ.კაპანაძე, მ.მდინარაძე და სკოლის ექიმი ე.მისაბიშვილი“,- აღნიშნავს დირექტორი.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

გაეცანით ე.წ. უფასო ფაკულტეტების სიას - 2024-2025 სასწავლო წელი 

როდის ეცოდინებათ აბიტურიენტებს აპელაციის შედეგები? 
განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 2 აგვისტოს დაიწყება და 8 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

სტრატეგიის გეგმაში გაწეერილია სკოლებსა და ბაღებში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამა

პიროვნება
სკოლები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება