სიახლეები
სკოლები

„იყო მეცამეტელი დიდი პატივია, ამ ყველაფრის შემოქმედნი თქვენ ხართ - ძვირფასო პედაგოგებო“ - ქუთაისის N13 საჯარო სკოლის დირექტორის ემოციური მიმართვა
13-10-2023
-
+


ქუთაისის N13 საჯარო სკოლაში, მასწავლებლების ღვაწლს განსაკუთრებით აფასებენ, ზრუნავენ მათ მოტივაციაზე და ცდილობენ, პროფესიული საქმიანობისთვის საუკეთესო გარემო შეუქმნან.

სწორედ ამიტომ, სკოლაში, განსაკუთრებულად აღინიშნა მასწავლებლის დღე, სასკოლო საზოგადოებამ პედაგოგების ამაგსა და მათ თავდაუზოგავ შრომაზე ისაუბრა, მადლობა გადაუხადა განათლების სადარაჯოზე დგომისა და ღირსეული თაობების აღზრდისთვის. 

პედაგოგებისთვის ემოციური იყო სკოლის დირექტორის - ელისო ირემაძის მილოცვა, რომელიც მე-13 საჯარო სკოლის საუკეთესოდ წარმოჩენისთვის მათი მადლოერია. 

აღსანიშნავია, რომ წელს სკოლამ, ყოველწლიურ მერიის მიერ ორგანიზებულ მასწავლებელთა დასაჯილდოებელ კონკურსში მასწავლებლები: ლუბა იავაკოვა და მაია ჭოლაძე; განათლების სამინისტროს მიერ ეროვნულ ჯილდოზე კი - მაია წიქორიძე წარადგინა, თუმცა დირექტორმა დიდი სიამაყით აღნიშნა, რომ ამ ჯილდოს თავისი სკოლის თითოეული მასწავლებელი იმსახურებს

„ასეთი მოტივირებულები, ლაღები, პროფესიონალები იყავით მუდამ!

მრავალი თავისუფლად მოაზროვნე, განვითარებაზე ორიენტირებული, მადლიერების გრძნობით აღსავსე თაობები აღგეზარდოთ.

წლევანდელ მერიის მიერ ორგანიზებულ მასწავლებელთა დასაჯილდოებელ კონკურსზე წარდგენილი გვყავს ლუბა იავაკოვა და მაია ჭოლაძე, განათლების სამინისტროს დაწესებულ ეროვნულ ჯილდოზე კი მაია წიქორიძე და მაია ხასაია. მაგრამ ამ ჯილდოს იმსახურებთ თითოეული თქვენთაგანი! 

მადლობა თქვენ, ასეთი საუკეთესოები რომ ხართ და ასე ლამაზად წარმოაჩენთ მე-13 საჯარო სკოლას

იყო მეცამეტელი დიდი პატივია, მისი წარსულითა და მომავლით. ამ ყველაფრის შემოქმედნი თქვენ ხართ ძვირფასო პედაგოგებო“, - დირექტორი ელისო ირემაძე 

​შეგახსენებთ, რომ 5 ოქტომბერი მასწავლებელთა საერთაშორისო დღეა. ამ დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ დღის მთავარი მიზანია მასწავლებელთა მხარდაჭერა, ღვაწლის დაფასება და მადლობის გადახდა საზოგადოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

გაეცანით ე.წ. უფასო ფაკულტეტების სიას - 2024-2025 სასწავლო წელი 

როდის ეცოდინებათ აბიტურიენტებს აპელაციის შედეგები? 
განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 2 აგვისტოს დაიწყება და 8 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

სტრატეგიის გეგმაში გაწეერილია სკოლებსა და ბაღებში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამა

პიროვნება
სკოლები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება