მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლის პედაგოგი ნანა ფოცხიშვილი კარიერულ განვითარებასა და მოსწავლეთა სასწავლო მოტივაციის ამაღლებაზე ორიენტირებული პიროვნებაა. მისთვის მასწავლებლის პროფესია შრომატევადი, მაგრამ ამავდროულად ბედნიერების, სიხარულისა და სიყვარულის მიმნიჭებელია. ყოველთვის ახარებს მოსწავლეთა წარმატება და ამისთვის თავადაც დიდ შრომას წევს. ბავშვებს რჩევებს ხშირად აძლევს - მათ ეუბნება, რომ იკითხონ ბევრი და მეცადინეობას დიდი დრო დაუთმონ. etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს პედაგოგი ნანა ფოცხიშვილი პასუხობს.
- მიმდინარე სასწავლო წელს მაქვს მოლოდინი...
- რომ საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება სასკოლო ცხოვრება ჩემს მოსწავლეებთან ერთად.
- მასწავლებლისთვის წარმატება არის...
- მოსწავლეთა წარმატება.
- მოსწავლეს საგანი რომ შეაყვარო, აუცილებელია...
- გულწრფელად გიყვარდეს, გჯეროდეს, ეხმარებოდე, მაშინ მოსწავლეს მასწავლებელიც უყვარს და მისი საგანიც.
- მოსწავლეებს ხშირად ვურჩევ...
- იკითხონ ბევრი წიგნი.
- სიახლე, რომლის დანერგვასაც განათლების სისტემაში ვისურვებდი...
- აიწიოს ბარიერი მისაღებ გამოცდებზე.
- როდესაც მასწავლებლობას ვიწყებდი, ვერ წარმოვიდგენდი რომ...
- ასეთი რთული, შრომატევადი და და თან ბედნიერების, სიხარულის, სიყვარულის მომნიჭებელი იქნებოდა.
- პროფესიული განვითარებისთვის საჭიროა...
- მუდმივი სწრაფვა სიახლეებისკენ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.