მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„მასწავლებელმა, კარგად უნდა იცოდეს თავისი საგანი, ეცნობოდეს სიახლეებს და მოსწავლეებს მათთვის გასაგებ ენაზე აწვდიდეს“ - ამ მოტივით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლის პედაგოგი - გრიშა თოდრია წლებია პროფესიულ საქმიანობას ეწევა და ცდილობს თავისი როლი ითამაშოს ღირსეული და წარმატებული თაობების აღზრდაში. როგორც თავად გვიყვება, მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანია სწავლა, ცოდნა, ინტელექტი და ყოველდღიურად ახლის ძიება - ამ თვისებებით კი ის, მოსწავლეებისთვის საყვარელი მასწავლებელი და წარმატებული პედაგოგია.
Etaloni.ge გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ გრიშა თოდრიასთან.
- მიმდინარე სასწავლო წელს მაქვს მოლოდინი...
- წარმატებები როგორც სპორტში, ასევე საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
- მასწავლებლისთვის წარმატება არის...
- მოსწავლეების შედეგი სპორტში, სწავლაში. ასევე, მათი ქცევა სკოლის გარეთ.
- მოსწავლეს საგანი რომ შეაყვარო, აუცილებელია...
- მასწავლებელმა კარგად უნდა იცოდეს თავისი საგანი, ეცნობოდეს სიახლეებს და მოსწავლეებს მათთვის გასაგებ ენაზე აწვდიდეს.
- მოსწავლეებს ხშირად ვურჩევ...
- უყვარდეს თავისი სკოლა, ოჯახი, სამშობლო, მეგობარი და შეძლონ ურთიერთობა ყველა ასაკის ადამიანთან.
- სიახლე, რომლის დანერგვასაც განათლების სისტემაში...
- ძალიან მინდა ყველა მოსწავლე დადიოდეს სასკოლო ფორმით.
- როდესაც მასწავლებლობას ვიწყებდი, ვერ წარმოვიდგენდი რომ...
- ასეთი, შრომატევადი იქნებოდა და ამდენი წლის მანძილზე შევძლებდი აქტიურ მოღვაწეობას სკოლაში.
- პროფესიული განვითარებისთვის საჭიროა...
- სწავლა, ცოდნა, ინტელექტი და ყოველდღიურად ახლის ძიება, რომ მიაღწიო შედეგს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.