სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

რა არის 4-დღიანი სასწავლო კვირის უპირატესობები?
14-10-2023
-
+


მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, როგორც წესი, უმეტეს შემთხვევაში სასწავლო კვირა 5 დღე გრძელდება, დასვანებისთვის კი 2 დღეა გამოყოფილი. 

თუმცა, სასკოლო საზოგადოების ნაწილი 4-დღიანი სასწავლო კვირის უპირატესობაზე საუბრობს. ამერიკის ზოგიერთი შტატის რამდენიმე სკოლაში პროგრამაც მოქმედებს, რომლის მიხედვითაც, მხოლოდ 4 დღე სწავლობენ. დაკვირვებისა და კვლევის შედეგად კი, რომელიც აშშ-შ ჩატარდა, რიგი გარემოებები გამოიკვეთა. 

4 დღე სწავლას გარკვეული უპირატესობები აქვს. მაგალითად, მასწავლებლებს მოკლე სამუშაო კვირის პერსპექტივა ხიბლავთ. ისინი თავიანთი პროფესიული და პირადი ცხოვრების მართვას უკეთ ახერხებენ, როცა სკოლაში მხოლოდ კვირაში ოთხი დღე უნდა იარონ. ისინი სტრესსაც ნაკლებად განიცდიან და სამუშაო ადგილის მიტოვებაზე ხშირად აღარ ფიქრობენ. მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვის კი ეს გრაფიკი მოსახერხებელია, რადგან ახალგაზრდებს სხვადასხვა წრეზე სიარულისთვის მეტი დრო აქვთ. 

ექსპერტებმა 4-დღიანი სასწავლო კვირის უპირატესობები მოკლედ შემდეგნაირად ჩამოაყალიბეს:

  • სკოლაში კადრების მოზიდვა და შენარჩუნება ბევრად უფრო მარტივია;
  • ხარჯები იზოგება - ეს კი იმაში გამოიხატება, რომ სკოლაში მხოლოდ 4 დღე უნდა იყოს გათბობა, შუქი და ა.შ.;
  • მოწავლეებისთვის მოსახერხებელია, რადგან სკოლის გარდა დრო სხვა აქტივობებისთვისაც რჩებათ, სხვადასხვა წრეზე დადიან, სპორტულად აქტიურები არიან და თავისუფალი დღეებიც აქვთ. ეს კი მათ მოტივაციაზეც აისახება;
  • 4-დღიანი სასწავლო კვირის დროს, მოსწავლეთა დასწრება იზრდება. მაგალითად, სხვა დროს თუ ისინი ექიმთან ვიზიტის გამო სკოლას აცდნენ, 4 დღე სწავლის შემთხვევაში, დროის სწორად განაწილება არ უჭირთ.
აღნიშნული დაკვირვების მიხედვით, სწორედ ეს უპირატესობები აქვს 4-დღიან სასწავლო კვირას, რაც, როგორც სასკოლო საზოგადოების ნაწილი ამბობს, მათთვის მოსახერხებელია.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება