სიახლეები
სკოლები

ღვანკითის საჯარო სკოლის პედაგოგ ეთერ ტურავას საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა
16-10-2023
-
+


გურამ ქარქაშაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლისთვის 2023-24 სასწავლო წელი სასიხარულო ამბით დაიწყო. 15 სექტემბერი მნიშვნელოვანი ამბით აღინიშნა. ამავე სკოლის მათემატიკის მასწავლებელს - ეთერ ტურავას მიენიჭა „საქართველოს დამსახურებული პედაგოგის“ წოდება.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ქალბატონ ეთერს წარმატებები არ აკლია და სწორედ მის მიერ განვლილმა პედაგოგიურმა მოღვაწეობამ განაპირობა აღნიშნული სტატუსის მოპოვება.

ეთერ ტურავა ღვანკითის საჯარო სკოლაში მუშაობს 1986 წლის 1-ელი ოქტომბრიდან და მუშაობას აგრძელებს დღემდე. ამ პერიოდის მანძილზე ეთერ ტურავამ შეიქმნა დამსახურებული ავტორიტეტი და მოიპოვა საზოგადოებრივი აღიარება.

„არის ენერგიული, მიზანდასახული, მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული, კეთილშობილი და სიკეთით სავსე პიროვნება. უმნიშვნელოვანესია მისი პიროვნული და პროფესიული ღირებულებები, რომლებისთვისაც არასოდეს უღალატია. მისი დირექტორობის პერიოდში (1998-2011 წლები) და მისი ხელმძღვანელობით ღვანკითის საჯარო სკოლა იქცა თერჯოლის რაიონში (და არა მხოლოდ თერჯოლის) ერთ-ერთ ანგარიშგასაწევ და კონკურენტუნარიან სკოლად: სსიფ-ის პროექტში ჩართვა; ოთხ საგრანტო პროექტში გამარჯვება და შესაბამისად, შემოსული გრანტებით სკოლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ სასკოლო პარტნიორობის პროგრამაში ორჯერ გამარჯვება; პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების დამყარება მარნეულის მუნიციპალიტეტის წითელსოფლის სომხურენოვან საჯარო და ზემო აფხაზეთის ჩხალთის საჯარო სკოლებთან; მოსწავლეთა, მშობელთა და მასწავლებელთა ურთიერთვიზიტები; განსაკუთრებულად ამაღელვებელი სტუმრობა კოდორის ხეობის ჩხალთის საჯარო სკოლაში; ინტერნაციონალური საზაფხულო ბანაკები, მოსწავლეთა მიღწევები სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციებსა თუ ოლიმპიადებში; შეხვედრები ჩვენი ქვეყნის ღირსეულ ადამიანებთან . . . ეს გახლავთ მცირე ჩამონათვალი ქ-ნ ეთერ ტურავას ხელმძღვანელობით ღვანკითის საჯარო სკოლაში მიღწეული წარმატებებისა“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ ქალბატონი ეთერი ყოველთვის გამოირჩეოდა ინიციატივებითა და სკოლაში ნოვატორული პროექტების დანერგვითა და განხორციელებით. ერთ-ერთი ბოლო პროექტი გახლდათ „კულტურული მემკვიდრეობის დაცვა“, რომლის განხორციელებაში სასკოლო საზოგადოებასთან ერთად ჩართული იყო თემიც და რომელსაც დიდი აღიარება და რეზონანსი ჰქონდა.

ეთერ ტურავა ჩართული იყო მასწავლებელთა პროფესიული განვითარებს ძველ და ახალ სქემებში. შესაბამისად, ის:

• 2012 წლიდან არის მათემატიკის სერტიფიცირებული მასწავლებელი;

• 2015 წლიდან - უფროსი მასწავლებელი;

• 2019 წლიდან - წამყვანი მასწავლებელი;

• როგორც STEM - საგნების ფასილიტატორს, გავლილი აქვს „ლიდერობის აკადემია-2“ და „ლიდერობის აკადემია 3“-ის მოდულები;

• არის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებელთა კათედრის თავმჯდომარე;

• 2015 წელს გაიმარჯვა ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პედაგოგთა რაიონულ კონფერენციაში (მათემატიკის სექცია);

• არის საქართველოს წარჩინებული მასწავლებელი (მინისტრი ქ-ნი მაია მიმინოშვილი);

• 2014 წელს საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის მიერ დაჯილდოვდა „იაკობ გოგებაშვილის საიუბილეო მედლითა და საპატიო სიგელით“.

• დაჯილდოებულია „სახალხო განათლების წარჩინებულის“ სამკერდე ნიშნით.

• 2014 წლიდან არის EUCEN-ის საერთაშორისო საგანმანათლებლო ევროაკრედიტაციის მფლობელი (აშშ) და IEAC-ს საერთაშორისო საგანმანათლებლო სააკრედიტაციო კომიტეტის (ბელგია) მიერ აკრედიტებული, მსოფლიო ინტერნაციონალური კომიტეტის წევრი - საქართველო-უკრაინის სოციალურ ურთიერთობათა ინსტიტუტის თერჯოლის სასწავლო ცენტრის განათლების ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი;

• არის თერჯოლის ქალთა საბჭოს თავმჯდომარე (საზოგადოებრივ საწყისებზე).

ეთერ ტურავას ჰყავს სამი შვილი და ექვსი შვილიშვილი, რომლებიც ასევე ღირსეულად წარმოაჩენენ საკუთარ სკოლას და ქვეყანას.

„ღვანკითის საჯარო სკოლის მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მათი მშობლების სახელით ვულოცავთ ქ-ნ ეთერ მასწავლებელს დამსახურებულ ჯილდოს, ვუსურვებთ ხანგრძლივ პედაგოგიურ მოღვაწეობას ჩვენი რაიონისა და სკოლის საკეთილდღეოდ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

გაეცანით ე.წ. უფასო ფაკულტეტების სიას - 2024-2025 სასწავლო წელი 

როდის ეცოდინებათ აბიტურიენტებს აპელაციის შედეგები? 
განაცხადების მიღება მიმდინარე წლის 2 აგვისტოს დაიწყება და 8 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

სტრატეგიის გეგმაში გაწეერილია სკოლებსა და ბაღებში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამა

პიროვნება
სკოლები

„გარდაიცვალა მესამე კლასის მოსწავლე გიორგი დოლიძე“ - ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

საინტერესო

ამგვარად, გონება ვარჯიშდება, ფანტაზიას გასაქანი ეძლევა და ბავშვები ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობენ

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

სიახლეები
საზოგადოება